წიგნის სახლი ლიგამუსი

ლიგამუსი

წიგნის სახლი
    • ვაკე, ილია ჭავჭავაძის, 32
      • +995 32 2 232 770
    • 10:00 მდე 21:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

 წიგნის სახლი „ლიგამუსი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც რამდენიმე ფუნქციურ სივრცეს აერთიანებს. „ლიგამუსი" ნებისმიერ მსურველს სთავაზობს: წიგნის მაღაზიას, კაფეს, სამკითხველო დარბაზს, საბავშვო ოთახს და უსადენო ინტერნეტს.

„ლიგამუსში" წიგნების ფართო არჩევანია. წიგნის მოყვარულებს აქ შეუძლიათ შეიძინონ როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემები, ასევე საბავშვო ლიტერატურა და სხვა პოპულარული და საინტერესო წიგნები ქართულ თუ უცხოურ ენებზე.

„ლიგამუსის" სტუმრებს კაფესა და ტერასაზე საშუალება აქვთ, მიირთვან ცხელი თუ ცივი სასმელი ტკბილეულთან ერთად. ჩვენთან ხშირად ნახავთ ფინჯან ყავასთან საინტერესო თემებზე მოსაუბრე ლექტორებსა და სტუდენტებს.

 

„ლიგამუსის" ლიტერატურულ ოთახში საშუალება გაქვთ, მყუდრო და მშვიდ გარემოში იკითხოთ როგორც ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურა, ასევე საინტერესო გამოცემები ხელოვნების მიმართულებით.

„ლიგამუსის" საპრეზენტაციო სივრცეში რეგულარულად იმართება წიგნის პრეზენტაციები, საჯარო ლექციები, ლიტერატურული საღამოები, დისკუსიები, ტრენინგები, დაჯილდოების ცერემონიები და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება.

„ლიგამუსი" პატარა მკითხველებს ყოველ შაბათს ზღაპრის ოთახში მასპინძლობს და, საბავშვო წიგნების კითხვასთან ერთად, სახალისო და შემეცნებით აქტივობებს სთავაზობს.

„ლიგამუსის" ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.