ასტრა პარკი

    • დიღომი, ჩაჩავას, 8
      • +995 32 2 37 37 37
    • 12:00 მდე 00:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

უნივერსალური გასართობი ცენტრი მთელი ოჯახისთვის „ასტრა პარკი" იქნა გახსნილი დიღმის რაიონში, თბილისის ცენტრში, 2007 წლის ოქტომბერში და მას შემდეგ გაითქვა სახელი როგორც ყველაზე მსხვილმა კომპლექსმა საქართველოში. იგი მონაწილეობას იღებს საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე იძლევა შესაძლებლობას საკუთარ თავზე გამოცადოთ სხვადასხვა ტიპის კულტურული და სპორტული გასართობები კომფორტითა და მაღალი მომსახურების ხარისხით.

კომპლექსში ყველაზე პოპულარულ ადგილად ითვლება დახურული კარტინგი 2000 კვ. მეტრის ფართობით. ცნობილი ფრანგული ბრენდის „Sodikart"-ის ავტომობილები ორიგინალური დიზაინითა და პროფესიონალური ტექნიკური მახასიათებლებით ხელმისაწვდომია როგორც სიჩქარის მოყვარული უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისათვის. ამ უკანასკნელთათვის ორგანიზებულია კარტინგის კურსი, რომელიც დამწყებ მრბოლელებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ მართვის უნარებს. მძღოლთა უსაფრთხოებაზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ, ვინაიდან მათ ყველას სთავაზობენ დაცვით მოწყობილობებსა და კისრის კორსეტებს. გასართობი ცენტრი „ასტრა პარკი" ხშირად აწყობს კორპორატიულ ტურნირებს, სადაც ხვდებიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და იბრძვიან პრიზისთვის.

კარტინგის გარდა, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაისვენონ ბილიარდის მაგიდასთან, ითამაშონ ამერიკული პული ან რუსული პირამიდა.

ცენტრის ერთ-ერთ უახლესად ითვლება 7D ფორმატის კინოთეატრი, რომელის მოიცავს მთელ რიგ სპეცეფექტებს. შეკვეთილი ფილმების უმრავლესობა ეკუთვნის საოჯახო ჟანრს.
34 სახეობის სათამაშო აპარატების დარბაზი ყველა აზარტული დასვენების მოყვარულის გემოვნებას დააკმაყოფილებს. ხოლო უფრო მოქნილ ადამიანებს „ასტრა პარკი" სთავაზობს ეწვიოს მაგიდის ტენისის დარბაზს. კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე არის კაფე-ბარი, სადაც შესაძლებელია წახემსება და სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციის ყურება. ბავშვთა დაბადების დღეებისთვის აქ გამოყოფილია ცალკე დარბაზი, სადაც პატარა სტუმრებს შეუძლიათ გაატარონ დაუვიწყარი დღე მულთფილმებისა და ზღაპრების საყვარელი პერსონაჟების წრეში.