სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი

    • მთაწმინდა, რუსთაველის, 3
      • +995 32 299 80 22
    • 10:00 მდე 18:00   სამშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამუზეუმო ისტორიულ-არქეოლოგიური კრებული საქართველოს წარსულის მტკიცებულებად. მის დარბაზებში წარმოდგენილია ნივთები, დაკავშირებული სხვადასხვა ისტორიულ პერიოდთან, დაწყებული ანტიკური წარსულიდან (III საუკენე ჩვენს ერამდე) და დამთავრებული ახლო წარსულით (XX საუკუნე). მუზეუმის ფონდები ითვლიან ასიათასობით ნივთებსა და დოკუმენტებს, ამსახველს კავკასიის საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარებას ათასობით წლის განმავლობაში.
ისტორიის ფურცლები.
 
თავის ისტორიას მუზეუმი იწყებს 1852 წლის 10 მაისიდან, როდესაც კავკასიის დეპარტამენტის რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების გადაწყვეტილებით იყო გახსნილი საქართველოში ერთ-ერთი პირველი საჯარო მუზეუმების კრებული. 1867 წელს გერმანელი მკვლევარის გ. რადდეს ინიციატივისა და აქტიური მონაწილეობით მუზეუმის კრებული იყო რეორგანიზებული კავკასიის მუზეუმად. 1919წელს დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკაში მუზეუმმა მიიღო სახელწოდება საქართველოს მუზეუმი. რესპუბლიკური მთავრობის დაცემის შემდეგ 1921 წელს და ბოლშევიკების გავლენის დამყარების დროს კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო გატანილი საზღვარგარეთ და დაუბრუნდა თბილისს 1945 წელს ქართველი ისტორიკოსის ე. თოკაიშვილის ძალისხმევის დახმარებით. 1947 წელს დაწესებულების სახელწოდებაში იყო უკვდავყოფილი გამოჩენილი სწავლულ-ისტორიკოსის სიმონ ჯანაშიას სახელი. 1990 წლების ხმაურიანი მოვლენების დროს მუზეუმის კრებული მნიშვნელოვნად დაზარალდა, რიგი ფასდაუდებელი ექსპონატებისა იქნა სამუდამოდ განადგურებული ხანძრის გამო. 2004 წელს 9 სხვა მუზეუმთან ერთად გახდა ნაციონალური მუზეუმის ნაწილი, ერთპიროვნული მმართველობითი სისტემით.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის კოლექცია
ქვეყნის უმდიდრესმა ისტორიამ განაპირობა შექმნილიყო მუზეუმის ფართო და მრავალფეროვანი კოლექცია. მუდმივი ექსპოზიცია საშუალებას იძლევა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გაეცნოთ საქართველოსა და კავკასიის ისტორიასა და კულტურას. ყველაზე ნათელ და ფასეულ ექსპონატებს შორის გამოირჩევა უძველესი ჰომინიდების HomoErgasterნამარხების მონაპოვარი დმანისის მახლობლად სადგომებიდან (დაახლოებით 1მილიონ 800 ათასი წლის წინ), უძველესი ხალხის ზეზვა და მზიას იერის რეკონსტრუქცია. საყოფაცხოვრებო საგნების ფართო კოლექცია, სამკაულები და ბრინჯაოს ხანის იარაღები შეადგენს მუზეუმის სიამაყეს. არანაკლებ ღირებულია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრებული- ურარტუს წარწერები ქვაზე. ყორღანის არქეოლოგიურმა გათხრებმა თრიალეთთან ახლოს (ჩვ. წ-მდე IIსაუკუნე), წარმეტებულმა ექსპედიციებმა აჭარასა და სხვა რეგიონებში გააფართოვეს ჩვენი ცოდნა უძველეს ეპოქაზე და გაამდიდრეს მუზეუმის კოლექცია. მხოლოდ ნუმიზმატური კოლექცია შეადგენს დაახლოებით 80 000 ექსპონატს. უცვლელად იპრობს ყურადღებას იარაღებისა და კავკასიის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხალიჩების კოლექცია. შედარებით ღირებული მუზეუმის ექსპონატები გამოფენილია დასათვალიერებლად მის საუნჯეში. 25 ვიტრინაში დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს ნივთები ახალგორის საუნჯედან (ჩვ. წ.-მდე Vსაუკუნე), რომელიც შეიცავს შესანიშნავ ნიმუშებს დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა აქემენიდების ირანისა და საქართველოსი. ვიტრინებში თვალნათლივ შეიძლება ვიხილოთ მიხეთის განძი ელინისტურ სტილში (ჩვ. წ.-ით II საუკეუნე), სამკაულები ბაგინეთიდან (ჩვ. წ.-ით III საუკეუნე), მთავარანგელოზ გაბრიელის ხატი XIIIსაუკუნე, მამა ღმერთის, მარიამისა და იოანე ნათლისმცემლის გამოსახულების ოქროს რელიეფი, ოქროს სახლი მუსიკოსებით და სახურავზე ჩიტით სვანეთიდან. აქვე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ქვევრები და სამკაულები მარცვლეულითა და მოზაიკით, ქართული ტრადიციებისათვის დამახასიათებელი დეკორატიული ხელოვნება და ბევრი სხვა.

მუზეუმის შენობაში ასევე განლაგებულია ზოოლოგიის, ბოტანიკის, ეთნოგრაფიული და გეოლოგიური ხასიათის მუდმივი ექსპოზიციები.