რესტორანი აჭარის (Holiday Inn Hotel)

აჭარის (Holiday Inn Hotel)

რესტორანი

ჩვენ შესახებ

 


ცნობილი ოტელის Holiday Inn Hotel ტერიტორიაზე, განლაგდა მყუდრო რესტორანი "აჭარა". ეს ადგილი ხელათვე დაგამახსოვრდებათ თავისი უნიკალური დიზაინით. აქ დროის გატარება ძალზე სასიამოვნო იქნება როგორც ცხელ ზაფხულში ასევე ცივ ზამთრის საღამოებში. ეს ადგილი შესრულებულია თეთრ ფერებში და ამიტომაც იზიდავს სტუმრების დიდ რაოდენობას. "აჭარა" არის მშვიდი და წყნარი ადგილი, სადაც შეიძლება კარგად გაატარო დრო მეგობარ გოგონასთან ერთად. 

რესტორნის სამზარეულო გამოირჩევა თავისი სიუხვით, რამეთუ აქ წარმოდგენილია სხვადასხვა კონტინენტების ნაირგვარი კერძები. გემრიელი საჭმელის გარდა შეგეძლებათ იგემოდ დახვეწილი ღვინოები, რომლებისთვისაც ადმინისტრაციამ შექმნა სპეციალური ღვინის ბარათი. ტკბილეულის მოყვარულთათვის კი შექმნილია ტკბილეულის ბარათი, რომელშიც შეგეძლებათ პრაქტიკულად ტკბილეულის ყველა პოპულარული სახის არჩევა და შეკვეთა. 
ახლომდებარე განლაგებული ოფისების მუშაკებისთვის პროფესიონალმა მზარეულებმა შეიმუშავეს საინტერესო სადილის მენიუ და საუზმეები, მათთვის ვინც ვერ მოასწრო სახლში საუზმობა. ამის გარდა რესტორან "აჭარაში" შეგეძლებათ ბანკეტების და ხმაურიანი საღამოების ჩატარება, რომლის თემატიკის შემუშავებაც შეგეძლებათ დაწესებულების მენეჯერებთან. შეგიძლიათ ასევე საკუთარი სცენარის შემოთავაზება იმისათვის რომ იდეალურად ჩაატაროთ თქვენი დაბადების დღე. რესტორანი "აჭარა" არის რელაქსის და გემრიელი საჭმელის, სიმყუდროვისა და კარგი განწყობის ტერიტორია.