რესტორანი ალავერდი (სწრაფი კვების)

ალავერდი (სწრაფი კვების)

რესტორანი

ჩვენ შესახებ

თბილისში არის ორი რესტორანი დასახელებით «ალავერდი». პირველი რესტორანი გათვლილია საბანკეტო ღონისძიებებისთვის, დაბადების დღეების აღნიშვნისთვის და საქორწინო ზეიმებისთვის. მეორე ადგილი კი აპოზიწიონირებს თავს როგორც სწრაფი კვების რესტორანი, სადაც შეგიძლიათ გემრიელად წახემსება საშუალო ფასებში. ეს მყუდრო კუთხეა რომელიც განლაგებულია საბურთალოში, და მუშაობს ყოველდღე საღამოს 11 საათამდე. 

«ალავერდში» ყოველთვის შეგეძლებათ ახალგამომცხვარი ნამცხვრების, გემრიელი ხორციანი ღვეზელების , ხაჭაპურის და ტკბილი ნამცხვრების დაგემოვნება. ლუდის მოყვარულებს შეუძლიათ იგემონ სხვადასხვა სახეობის საღი და ცივი ჩამოსასხმელი ლუდი. სადილის დროს განსაკუთრებით მოთხოვნადი არის საფირმო კატლეტი უგემრიელესი სოუსით. საღამოს ხანს კი უპირატესობა ენიჭება ცხელ ხორცის და ბოსტნეულის მწვადებს. 

«ალავერდი» - არ არის უბრალოდ რაღაც უხარისხო სწრაფი მომსახურეობის კაფე, ის პირველ რიგში თბილი და მყუდრო ადგილია სადაც დაგხვდებათ პროფესიონალი მიმტანები და ისინი მოგემსახურებათ ძვირი რესტორნის მომსახურების დონეზე. კვალიფიცირებული მზარეულები მოგიმზადებენ ყველაზე გემრიელ ქართულ კერძებს. აქ გათვალისწინებულია სტუმრების მაქსიმალური მოთხოვნები, და შემუშავებულია როგორც სადილის ასევე გემრიელი საუზმის მენიუ. «ალავერდში» თქვენ შეგეძლებათ ყოველთვის გემრიელი კერძების მირთმევა, მოკლე დროში, და საშუალო ფასებში.