ლიტერატურული კაფე ბუქ ქორნერ

ბუქ ქორნერ

ლიტერატურული კაფე

ჩვენ შესახებ

ძველი თბილისის პატარა და მშვიდ გარემოში მეტროსადგურ „რუსთაველთან" ახლოს ტურისტს შეუძლია იპოვოს უნიკალური არტ-კაფე კარგი მუსიკითა და კარგი საკვებით.

შიდა გარემოს ავსებს უნიკალური მორთულობა ჭაღების სახით, დამზადებული თასებისა და წიგნებისგან. ძველი პიანინო და კარადა, წიგნის თაროები და ახალგაზრდა ადგილობრივი მხატვრის ბევრი ნამუშევარი ქმნის თბილ ატმოსფეროს. გარედან კაფე გამოიყურება როგორც არაფორმალური და უჩვეულო, რის გამოც ტურისტები მას ხშირად აღიქვამენ კლუბად. სტუმარს შეუძლია ისადილოს ან ივახშმოს პატარა ეზოში, რომელიც შემკულია ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მხატვრის ნამუშევრებით. რესტორნის მენიუ არის ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი. აქ არის სალათების, პიცების, ღვინისა და ყავის კარგი არჩევანი. სტუმრებს მოსწონთ ბარმენის მიერ მომზადებული სპეციალური ცივი ჩაი, რომელიც შესანიშნავად აერთიანებს ერთ-ერთ ადგილობრივ დესერტს: ახალ ნამცხვარს და საკონდიტრო ნაწარმს. ფასები არის საკმაოდ დაბალი სხვა ცენრტალურ რესტორნებთან შედარებით. საშუალო ჩეკი შეადგენს 10 ლარს.

კაფეს მიმტანები სრულყოფილად ფლობენ ინგლისურ და ქართულ ენებს. მასპინძელი - ახალგაზრდა მომხიბლავი ქალი, გულთბილად ხვდება სტუმრებს. „Book Corner"-ში შეგიძლიათ ხშირად მოუსმინოთ ცოცხალ მუსიკას, შესრულებულს პიანინოსა და ვიოლინოზე. სტუმრებს შეუძლია Wi-Fi-თ სარგებლობა. კაფე მასპინძლობს წიგნების პრეზენტაციებსა და ლიტერატურულ საღამოებს. იგი ღიაა ყოველდღე 11:00 საათიდან ბოლო სტუმრამდე.