რესტორანი-კარაოკე ბრუკლინი ბარი

ბრუკლინი ბარი

რესტორანი-კარაოკე

ჩვენ შესახებ

თბილისში ძალზე ბევრი ორიგინალური და ეკლექტური დაწესებულებაა, და ხშირად ძნელია არჩევანის გაკეთება თუ სად წახვიდე დასასვენებლად. ამგვარად საკუთარ თავს უნდა შევეკითხოთ, რა ხდის ბარს ნამდვილად პოპულარულს და მიმზიდველს კლიენტებისათვის. წარმატება ჯამში შემდეგი შემადგენელებისგან შედგება: დეკორი, განათება, დასალევი და კერძები, შიდა ატმოსფერო და მომსახურების დონე. 

კლიენტებმა შესაძლოა მოძებნონ მყუდრო რესტორანი რომანტიულ შეხვედრისთვის, სხვებმა კიდევ იმისათვის რომ გემრიელად ისადილონ ან ივახშმონ, განიტვირთონ სამუშაოს შემდეგ თავისუფალ, მსუბუქ გარემოში. ახალგაზრდებს მაგალითად სურთ მთელი ღამე ცექვა სიმღერა და მხიარულობა.

რა თქმა უნდა როდესაც მომსახურეობის სფეროში მუშაობ და ორიენტირებული ხარ მომხმარებლის ნაირფეროვან გემოვნებაზე, ყოველმა დაწესებულებამ უნდა შესთავაზოს კლიენტს რაღაც თავისი, საფირმო. თბილისში არის ასეთი კარაოკე-ბარი ბრუკლინი, სადაც ცალკეულ ადამიანს შეუძლია თავი არც მეტი არც ნაკლები, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავად წარმოიდგინოს. კარაოკეს ჰიტები მრავალფეროვანია, ყველა გემოვნას დააკმაყოფილებს, პოპ მუსიქიდან დაწყებული გაგრძელებული ქართული სიმღერებით და მისული ჯაზამდე და მეტალამდე. ბარი მუშაობს შუა დღიდან ბოლო სტუმრის წასვლამდე. საინტერესო სტილის მაგრამ არა პრეტენზიული დეკორი, ხშირად განახლებადი სიმღერების კრებული, (დიჯეი მოგეხმარებათ მასში ორიენტირებას), განმტვირთავი ატმოსფერო, ყურადღებიანი მომსახურება და დემოკრატიული ფასები, ათავსებს კარაოკე-ბარ ბრუკლინს თბილისის ტოპ ბარების სიაში. 

მენიუში ძირითადად არის კომფორტული ამერიკულ-იტალიური კერძები. არის ალკოჰოლური სასმელების და კოქტეილების კარგი არჩევანი, ზოგი რომელთაგანიც დამზადებულია ორიგინალური რეცეპტების მიხედვით. 

კარაოკე-ბარ ბრუკლინი გთავაზობთ დაბადების დღეების და სხვა დღესასწაულების ორგანიზებას. (ამისათვის საჭიროა წინასწარ დარეკვა და ბარში ღონისძიების დაჯავშნა)