გარაჟი

რესტორანი

ჩვენ შესახებ

ერთადერთი ნამდვილი იტალიური რესტორანი თბილისში, რომელიც ეკუთვნის ხმელთაშუა ზღვის მკვიდრებს, განთავსებულია ქალაქის ისტორიულ ნაწილში, მეტროსადგურ „რუსთაველთან" ახლოს. დაწესებულებიდან იშლება ხედი ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც ყოველთვის შეიძლება იპოვოთ თავისუფალი ადგილი პარკირებისთვის.

რესტორნის ექსტერიერი და შიდა ნაწილი საკმაოდ მოკრძალებულია, მინიმალისტურ სტილში შესრულებული. დარბაზის თეთრი მორთულობა, შავი ხის ავეჯი და თბილ ამინდში ვერანდაზე სადილობის შესაძლებლობა ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს სტუმრებისთვის. თბილი განათება და იტალიური სამზარეულოს კერძების დიდი ფოტოები ქმნის მყუდრო და კომფორტულ გარემოს ოჯახური დასვენებისთვის, საქმიანი სადილის და რომანტიული შეხვედრებისთვის. რესტორნის დარბაზი გათვლილია 50-60 სტუმრისთვის.

მენიუს ძირითად ნაწილი მოიცავს: ტრადიციულ პიცას, სპაკეტს, ლაზანიასა და ღვინის ფართო არჩევანს. ყველაზე პოპულარულ კერძებად ითვლება: სალათი ცეზარი, მაკარონი და საუცხოო ტირამისუ. ბარში შეიძლება შეუკვეთოთ ნამდვილი ახალდაფქული ყავა და კოკტეილების მთელი რიგი. დაწესებულების ფასები საქართველოს დედაქალაქისთვის ითვლება ზომიერად. „საშუალო ჩეკი" შეადგენს 25 ლარს. მენიუ წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კერძები მზადდება საკმაოდ მალე: პიკი საათში არაუმეტეს 40 წუთისა. თანამშრომლები ახერხებენ განმარტებას რუსულ და ინგლისურ ენებზე. რესტორნის მასპინძელი, ალბერტი, ყოველთვის კეთილგანწყობილად და გულთბილად ხვდება სტუმრებს. დაწესებულებაში მოქმედებს WI-Fi და ასევე შესაძლებელია შეკვეთების გაკეთება სახლისთვის. „IL Garage" იღებს სტუმრებს ყოველ დღე 12 დან 22 საათამდე, კვირის გარდა.