რესტორანი ახალი აზია

ახალი აზია

რესტორანი

ჩვენ შესახებ

მყუდრო რესტორანი განლაგებული რუსთაველის პროსპექტის პარალელურ ქუჩაზე, იდეალური ადგილი მათთვის ვინც ოდნავ დაიღალა ტრადიციული ქართული სამზარეულოსგან, ეს ადგილი შეძლებს გურმანების გახარებას. ახალი აზია - აზიატური და ჩინური სამზარეულოს რესტორანი. ძირითადში აქცენტი გამახვილებულია ჩინურ სამზარეულოზე.

 

რესტორანი იმით ამაყობს რომ კერძების დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ საღი და ხარისხიანი პროდუქტი, რათა შექმნილი იყოს არომატული და ჯანსაღი საჭმელი. შესანიშნავი არჩევანია - საუკეთესო კანტონის, სიჩუანის და ხუნიანის სამზარეულო.

 

კლიენტებს აქვთ ამორჩეული კერძები-ფავორიტები: პიმპილიანი მჟავე სიჩუანურად (სიტყვაზე რომ ვთქვათ ერთერთი ყველაზე პოპულარული კერძი თვით ჩინელებს შორის), ქათამი «გუნბაო» (სიჩუანის სამზარეულოს კლასიკური კერძი), კრევეტის გუნდები, სიმინდის სუპი კვერცხით, ბოსტნეული შემწვარი ფოლგაში, ბრინჯი ლიმონით...კერძები ძალიან ლამაზად არის გაწყობილი.

 

 

თუმცა ეკზოტიკის მოყვარულთათვის არის დამაინტრიგებელი შემოთავაზებები. მაგალითად ცხელ ღუმელზე შემწვარი ბაყაყის ფეხები. არჩევანში ასევე არის კერძები რომლებშიც კომბინირებულია ტრადიციები და თანამედროვე ინოვაციები. ალკოჰოლური სასმელების შესანიშნავი არჩევანი, ჩამოსასხმელი ლუდის და ვისკის ჩათვლით.

 

 

ახალი აზიის დეკორი, ტიპიურია როგორც უმეტეს ჩინურ რესტორნებში, მაგრამ ეს ძალზე სასიამოვნო ადგილია. ის ითავსებს რამოდენიმე დარბაზს, მათ შორის საშუალო დარბაზები საოჯახო ატმოსფეროთი.

 

მთავარ დარბაზში არის დიდი ტელევიზორი, ცოტათი არ იყოს ის არღვევს აუტენტურ გარემოს (ტელევიზორში მუდმივად მუსიკალურ როლიკებს აჩვენებენ). არაჩვეულებრივად არის შერჩეული ავეჯი, დახვეწილ აღმოსავლურ სტილში.

 

სერვისი არ არის მოსაბეზრებელი მაგრამ ყურადღებიანია. საჭმლის ფასი საშუალო დონისაა. აქ უნდა აღინიშნოს ფასის და კარგი მომსახურების ხარისხის კარგი შეხამება. რესტორანში ყველგან სისუფთავეა და სიკოხტავე.