იტალიური რესტორანი და ლაუნჯ ბარი Solemio

Solemio

იტალიური რესტორანი და ლაუნჯ ბარი

ჩვენ შესახებ

 

სამწუხაროდ იტალიის გარეთ მდებარე ბევრი იტალიური რესტორანი როდი პასუხობს თავის სახელს. ხშირად ისინი წარმოადგენენ საშუალო ზომის ბისტროს, დეკორირებული სპილენძის ქოთნებით ან ტოტოს და ალბერტო სორდის ფოტოსურათებით სადაც ისინი სპაგეტის მიირთმევენ. ისინი თვლიან რომ ეს საკმარისია იმისათვის რომ იტალიური რესტრანი ეწოდოს. 
 
და ზოგადად საქართველოც ცნობილია ასეთი სამწუხარო გამოცდილებით. როდესაც დაწესებულებები იხსნებოდა პომპეზურად, ქმნიდენ უმაღლესი ხარისხის შეხედულებას და ჩინებული მომსახურეობის შთაბეჭდილებას, შემდეგ კი გარკვეული დროის გამნავრობაში ჩუმათ იხურებოდნენ რადგან ვერ მოიპოვეს პოპულარობა მომსვლელებში. 
 
იტალიური სამზარეულო არის იტალიური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ის მთელს მსოფლიოში არის ცნობილი, ძირითადად თავისი პასტით, პიცით და ნაყინით (ჯელატო), თუმცა მისი სამზარეულოს ნაირგვარობა უფრო მდიდარია.
რეგიონალური კულინაიის ტრადიიციების გათვალისწინებით (საშუალო ქალაქების და სოფლებიც კი განთქმულია თავისი განსაკუთრებული კულინარული შედევრებით) სხვადასხვა გასტრონომიული ტრადიციების გავლენა, რომელიც შემოტანილი იყო ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ერების მიერ, იტალიური რეცეფტების ჩამონათვალი პრაქტიკულად უსაზღვროა. 
 
იტალიური სამზარეულო ძალზე ნოყიერი და ჯანმრთელია, ის გატარებულია საუკუნეების განმავლიბაში ოჯახურ ფასეულობებს შორის. სოფლის მაცხოვრებელის შთაბეჩდილებებით გამსჭვალული, ის განუყრელად დაკავშირებულია მიწასთან. პასტის არაჩვეულებრივი უნიკალური კერძები ბოსტნეულის თანხლებით და პარკოსნული ინგრედიენტებით, რომლებსაც ძირფრსვში აქვს დამკვიდრებული ადგილობრივი ტრადიციები. ამავ დროს ეს ასევე ხორცის უთვალავი სორტია, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები და ასევე ყვლები.
იტალიელები "ჩაციკლულნი" არიან თავის საჭმლის კულტურაზე, მათ უყვართ ოჯახში ჭამა და მეგობრების კომპანიაში, მაგრამ როდესაც ოჯახს გარეთ აპირებენ ჭამას, სადმე საღამოს დროის გატარებას, ამის ალტერნატივა ძალზე ბევრია. იტალიელებისთვის საჭმელი არა მხოლოდ სიამოვნებაა. ის იქმნება ვნებით და მოიწოდება სიამაყითა და ცერემონიებით. საჭმელი არის წამყვანი ფაქტორი ადამიანების გაერთიანებაში, წამყვანი ფაქტორი დიდი იდეების შთაგონაბაში, სიყვარულისა და ოჯახური ფასეულობების ზეიმში, ის არის ერთმანეთისადმი პატივისცემის სიმბოლო. 
რესტორანი სოლემიო წარმოადგენს სხვა გამოცდილებას. უფრო სწრად მას ვერ უწოდებ ტრადიციულ იტალიურ რესტორანს. აქ გააკეთეს არჩევანი ელეგანტურობის და ლაკონურობის სასარგებლოდ. აქ არჩიეს თანამედროვე დიზაინი და სტილი რომელიც აერთიანებს იტალიის ყველაზე პოპულარული რესტორნების დეტალებს. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ, სოლემიო მიუხედავად დიზაინერული კონცეპციისა, საოცრად ინარჩუნებს იტალიური სითბოს ატმოსფეროს... როდესაც თავს ეგრევე გრძნობ როგორც საკუთარ სახლში მსუბუქად და ძალდაუტანებლად. 
 
სამი შეფ-მზარეული, წარმოშობით იტალიელი, ჯადოქრობენ ლამაზ სამზარეულოში, სულს და მშვინვას დებენ მომზადებაში, და გააქვთ სტუმრების სამსჯავროზე იტალიური პროდუქტები და დესერტები: პროშუტო, მორტადელლა, ტირამისუ, დე ლიმონჩელოს კრემები...
საჭმლის ხარისხს, ამის დამტკიცებით თქმა შეიძლება, არ გააჩნია თბილისში კონკურენცია. ყველაფერი ჩინებულია, მხატვრულად სერვირებული, განსაკუთრებული ღვინოები... ფასები მაღალი.