რესტორანი ქართული სამზარეულო შავი ლომი

შავი ლომი

რესტორანი ქართული სამზარეულო

ჩვენ შესახებ

შავი ლომი - ეს არის დაწესებულება რომელიც განსაკუთრებით უცხოელებს უყვართ. რესტორანი შეიძლება სავსებით იყოს კლასიფიცირებული როგორც "ლუქსი" მაგრამ არის ერთი განსხვავება, გადამეტებული ბრწყინვალების მაგივრად არის შემოთავაზებული ოჯახური, კომფორტული ატმოსფერო. 

ინტერიერის სასიამოვნო დიზაინი, რომელიც ითავსებს სოლოლაკის ძველი ბინის კონსტრუქციულ ელემენტებს და ტრადიციულ თბილისურ ღვინის მარანს, მშვიდი ატმოსფერო, ძალიან გემრიელი საჭმელი და გონივრული ფასები (თუმცა ფასები ოდნავ უფრო მაღალია ვიდრე სხვა დაწესებულებაში) - პოპულარობის წარმატების შემაჯამებელი. 

თბილისში არის ბევრი რესტორანი რომლებიც ერთმანეც გავენ რაღაც ასპექტებში. მხედველობაშია ქართული ტრადიციული სამზარეულოს რესტორნები, მაგრამ შავი ლომი ამ ჩამონაწერში შეადგენს ერთგვარ განსხვავებას. პირველ რიგში თავისი გარეგნობით. რესტორანი მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ნაწილში სოლოლაკის რაიონში. ქუჩიდან ჩანს აგურის კედელი, რომელიც უდაოდ იზიდავს ადამიანის მზერას "შავი ლომის" გამოსახულებით. სარდაფში მიმავალი კიბე თავგზას უბნებს ადამიანს თუ ის პირველად არის მოსული ამ დაწესებულებაში, რადგან ხელათვე ვერ მიხვდები თუ საით მიდიხარ. საბოლოოდ კი ხდები საშუალო ზომის დარბაზში რამოდენიმე მაგიდით შიგნით. 

დარბაზის კედლები აგურისგან არის აშენებული, რაც არის ჯანმრთელი კლიმატის გარანტია დაწესებულების შიგნით. შესაძლოა ოდნავ მაღალმა ტენიანობამ დისკომფორტი გაგიჩინოთ, მაგრამ დეკორატიული ვითარება იმდენად მყუდროა, რომ ტენიანობას პრაქტიკულად ვერ იგრძნობთ. სამოცდაათიანების მაგიდები და სკამები კარგად შენარჩუნებულ მდგომარეობაში, ნაირგვარი აქსესუარები (სტოლსაფრები, ჭაღები, ბალიშები...), რომელიც საოცარ წარსულში გვაბრუნებს. სხვა უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ინტერიერის დიზაინი არის ტრადიციული ქართული სტილის საბჭოთა ეპოქის ელემენტებთან შერწყმა. ქართველები გამოირჩევიან ბრწყინვალე გემოვნებით იმაში რაც ეხება დიზაინს. 

კულინარული სავალის მიმართებაში შეგვიძლია ბევრი რამ ვთქვათ. საქმე იმაშია რომ რესტორანში "შავი ლომი" სთავაზობენ არა უბრალოდ ქართული სამზარეულოს კერძებს... აქ მათ ამზადებენ ძალზე ორიგინალურად, ავტორულად, ისინი აოცებენ თავისი ინოვაციური აქცენტებით საკმაოდ კარგად ცნობილ კერძებში. ბრავო - შეფ-მზარეულს!!!

მწვადი საოცარია!!! წვნიანი, კარგად დაყენებული ნაზი და რბილი ხორცი სასწაულად გემრიელი საწებელით. არაჩვეულებრივად არის მომზადებული თევზის კერძები, ქათამი ბრინჯით, დახვეწილი ქათმის სალათი მაყვლის წვნით, და ქათმის სალათი იმბირის სოუსით. (არაჩვეულებრივი სალათები ოთხი სახის, პამიდორი ჩერითა და შემწვარი ქათმის თეთრი ხორცით). აუცილებლად უნდა გასინჯოთ ხაპის სუპი ხაპის თესლით, რომლებიც დაცურავს არომატულ ბულიონში. კარგად არის მომზადებული საქონლის ხორცი ბროწეულის წვნით კარტოფილის პიურეს თანხლებით. "შავ ლომში" ძალიან გემრიელი იმბირის ლიმონათია, რომელსაც ყინულის ნატეხებით მოართმევენ. 

მომსახურეობა შეესაბამება დაწესებულების მეგობრულ ატმოსფეროს. ოფიციანტები შეკვეთებს უშვალოდ და თავისუფლად იღებენ, ხუმრობენ კიდევაც და კარგი რჩევითაც დაგეხმარებიან, რაც შეეხება კერძის არჩევას. თუმცა სასურველია რომ რჩევები უფრო სავსე იყოს, რომ რჩევები ასევე ღვინის არჩევასაც ეხებოდეს, თუ რომელი ღვინო უნდა ავირჩიოთ ამა თუ იმ კერძთან. რათა ყველა გემო ათამაშდეს უფრო მკაფიოდ და უფრო გაჯერებულად.