რობი უილიამსი თბილისში 27 მაისს “დინამო არენაზე” იმღერებს პოპულარული

რობი უილიამსი თბილისში 27 მაისს “დინამო არენაზე” იმღერებს პოპულარული

 

ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი საქართველოს მაისის ბოლოს ესტუმრება. შოუ ნამდვილად სანახაობრივი იქნება და მასზე დასწრების შესაძლებლობა რამდენიმე ათეულ ათას თაყვანისმცემელს ექნება, რადგან კონცერტი “დინამო არენაზე” გაიმართება.

 

კულტურის მინისტრმა მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ იგეგმება არაერთი ცნობილი მუსიკოსის კონცერტი და ბილეთების ფასი სიმბოლური იქნება. რობი უილიამსი სახელმწიფოს მოწვევით თბილისში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში იმღერებს.

 

მისი კონცერტის შესახებ “ტვიტერზე” ბენდმა Groovesonix-მა ახლახან დაწერა.

 

“მოხარული ვართ გამოვაცხადოთ, რომ მხარს დავუჭერთ რობი უილიამსს საქართველოში, 27 მაისს, “დინამო არენაზე” – აღნიშნულია ტვიტში. მხარდაჭერა ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ ჯგუფი რობი უილიამსის კონცერტს გახსნის საკუთარი პერფორმანსით.

 

 

რობი უილიამსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალი და არაერთი ჰიტის ავტორია. მისი პირველი წარმატება 1990-იანი წლების პოპ-ჯგუფს „Take That“ უკავშირდება, თუმცა მომღერალს განსაკუთრებული პოპულარობა სოლო-კარიერამ მოუტანა. რობი უილიამსი გაყიდული ალბომების რაოდენობით ერთ-ერთი ლიდერია (75 მილიონი გაყიდული ალბომი). ის არაერთი ჯილდოს მფლობელია; მომღერალი ჩვიდმეტჯერ გახდა „Brit Awards“-ის მფლობელი - აღნიშნული ჯილდო 4-ჯერ საუკეთესო ბრიტანელი მომღერალი-მამაკაცის ნომინაციაში ერგო; „Brit Awards“

 

უილიამსმა მუსიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვისაც მიიღო; მომღერალი რვაჯერ გახდა გერმანული ჯილდოს „ECHO Awards“ და  3-ჯერ „MTV European Music Awards“ მფლობელი. რობი უილიამსი ერთადერთი შემსრულებელია, რომელმაც „CloseEncountersTour“-ის ფარგლებში, ერთ დღეში 1,6 მილიონი ბილეთი გაყიდა. სწორედ ამის გამო მოხვდა ბრიტანელი მომღერალი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში.