თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნა

  თბილისის  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნა , გაიმართება 30 იანვარს, განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. 

 
   შენობის სარემონტო სამუშაოები დაიწყო 2010 წელს, საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუს" ფინანსთა  მხარდაჭერით.  პროცესს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ლერი მეძმარიაშვილი. 
 
   ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნება სპექტაკლით "აბესალომი და ეთერი". ახალი დადგმის რეჟისორი არის გიზო ჟორდანია. 
 
    სარემონტო სამუშაოების შედეგად იყო გამაგრებული შენობის საძირკველი, სახურავი კი გადახურეს სპილენძის ფურცლებით, განახლებული იქნა ინტერიერის ფერწერა, სცენის მექანიზმი, თეატრის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, გაფართოვდა ორკესტრის ორმო, გადაკეთდა ჯანსუღ კახიძეს სარეპეტიციო დარბაზი (გააკეთეს საორკესტრო ადგილი და მცირე სცენა). 
 
   შეიძინეს უახლესი ხმის აპარატურა, ეკრანები, ძლიერი პროექტორები და პროჟექტორები, და ასევე სხვა სასცენო აქსესუარები. 
 
   საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გამოჩენილი ქართველი მხატვრის სერგო ქობულაძის ესკიზის შესაბამისად, გაკეთებული იყო მთავარი სცენის ფარდა,  შექმნილი 1960 წელს. 
 
   გაწმინდეს  100 ნათურიანი ბროლის ჭაღი, რომელიც გაკეთებული იყო ავსტრიის ბროლით, ნოდარ ერგემლიძის დიზაინის მიხედვით. 
 
   მსახიობებისთვის გააკეთეს ახალი საგრიმო ოთახები და დასასვენებელი ოთახები ანტრაქტის დროს. დაამატეს ვერანდის გახსნა და საგამოფენო სივრცე. 
 
   ამის გარდა აშენებული იყო სასადილო ოპერის და ბალეტის თეატრის თანამშრომლებისათვის. შეიძინეს ახალი ავეჯი და თექნიკა. ორკესტრისთვის კი - ახალი ინსტრუმენტები. 
 
   გაფართოვდა სკვერის სივრცე სადაც იმყოფება კომპოზიტორ ზაქარ ფალიაშვილის, დირიჟორ ოდისეი დიმიტრიდის და ასევე ტენორ ვანო სარაჯიშვილის და ზურაბ ანჯაფარიძის სასაფლაოები.