გენუეზური ბისკვიტი ბავარული კრემით

 გენუეზური ბისკვიტი

 

იგრედიენტები:

 

1. ფქვილი - 95 გრამი.

2. შაქარი - 95 გრამი.

3. კარაქი - 95 გრამი.

4. კვერცხი - 3 ცალი.

5. მარილი - 1 მწიკვი.

6. ვანილი -  1 ჭოტი.

 

ფორთოხლის მოხარშული კრემი:

 

1. კვერცხის გული -  3 ცალი.

 

2. რძე -  300 მლ.

 

3. შაქარი - 3 სადილის კოვზი.

 

4. ფქვილი - 1 სადილის კოვზი.

 

5. ფორთოხლის გახეხილი ცედრა - 1 ფორთოხლისგან.

 

ძირი კრემისათვის (კონდიტერ-ოსტატი ლუკა მონტერსინოს მეთოდოთ).

 

1. რძე - 120 მლ.

2. ნაღები - 30 მლ.

3. ვანილი - 1 ჭოტი.

4. კვერცხის ცილა - 1

5. შაქარი - 40 გრამი.

6. სიმინდის კრახმალი - 1 ჩაის კოვზი.

 

ბავარული კრემი (ტორტის გადასაფარად)

1. ჟელატინის ფენა -  ნახევარი.

2. ათქვეფილი ნაღები - 100 გრამი.

3. თეთრი შოკოლადი - 50 გრამი.

4. ძირტკბილას ფესვის ჩაი -  1 ჩაის კოვზი.

 

 

მომზადება:

 

   გენუეზური ბისკვიტისთვის საშუალო ზომის ქვაბში გავადნოთ კარაქი, ისე რომ არ დაგვეწვას.

 

   უჟანგავი ფოლადის ქვაბში სასწრაფოდ შევურიოთ (არ ავთქვიფოთ) კვერცხი შაქარი და მარილი. სხვა, უფრო ფართო ქვაბში შევაცხელოთ წყალი, მივიყვანოთ თითქმის ადუღებამდე, და ჩამოვდგათ ცეცხლიდან. ამ (ცხელწყლიან) ფართო ქვაბში მოვათავსოთ ქვაბი კვერცხიანი ნარევით, რომელიც უნდა ავთქვიფოთ ათი წუთის განმავლობაში ჰაეროვან-ქაფოვან მდგომარეობამდე.

 

 

   ამოვიღოთ ქვაბი ცხელი წყლიდან და გადავდოთ სხვა ქვაბში, რომელშიც ცივი წყალი ასხია, თან ათქვეფა გავნაგრძოთ ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით, და ავთქვიფოთ იმ დრომდე სანამ სრულად არ გაცივდება. დელიკატურად დავუმატოთ გაცრილი ფქვილი, ვანილის თესლი, შემდეგ კი გამდნარი კარაქი. ფაქიზად ავურიოთ ერთმანეთში ყველა კომპონენტი.

 

 

   ცომი გადავიტანოთ კარაქით მოსმულ და ფქვილით მოფანტულ ტაფაზე (სახელურის გარეშე 20-20 სანტიმეტრის დიამეტრით). შევდგათ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, 30 წუთით.

 

   მოვამზადოთ ფორთოხლის კრემი. შევურიოთ ქვაბში ვანილის თესლი, რძე და ნაღები. შევაცხელოთ. ავთქვიფოთ კვერცხის გული შაქართან და დავამატოთ ფქვილი. ეს ნარევი რძეში ჩავასხათ. დაველოდოთ სანამ რძე ქვერცხში გაერევა (დაახლოვებით 30-40 წამი). შემდეგ გამოვურიოთ გამოსარევი კოვზით სანამ ერთიანი მასა არ გახდება (საკმარისია 1 წუთი). ჩამოვდგათ ცეცხლიდან.

 

       გაციივებული გენუეზური ბისკვიტი გადავდოთ თეფშსზე და დავასხათ ფორთოხლის კრემი. შევდგათ მაცივარში 30 წუთით გამკრივებისთვის. მანამდე კი "ბავარეზე", ანუ ბავარული კრემი მოვამზადოთ. თეთრი შიკოლადისა და ძირტკბილას ჩაისგან.

 

   მოვამზადოთ ძირი კრემი. ავთქვიფოთ კვერცხის გული შაქრით. დავამატოთ ვანილის თესლი და სიმინდის კრახმალი. ამასობაში დავდგათ მოსახარშათ რძე და ნაღები, სასურველია დაწვის საწინააღმდეგო ზედაპირიან ქვაბში, რათა არ დაგვეწვას რძე და ნაღები. მივიყვანოთ რძე ადუღებამდე და შევურიოთ ათქვეფილი კვერცხი. ვხარშოთ 1 წუთის განმავლობაში, მუდმივად ვურიოთ მოსარევი კოვზით. სწრაფად გავაცივოთ საყინულეში, წინასწარ გადავაფაროთ საკვები ცელოფანი.

 

   წყალში გავხსნათ ჟელატინი. გავადნოთ თეთრი შოკოლადი წყლის აბანოზე, და ავთქვიფოთ ნაღები.

 

    შევურიოთ გაცივებული ძირი კრემი, გამდნარი შიკოლადი და ჟელატინი. რათა ჟელატინი სრულად გაიხსნას შეიძლება შევაცხელოთ კრემი პატარა ცეცხლზე ერთი წუთის განმავლობაში. შევაციოთ, რის შემდეგაც ათქვეფილი ნაღები უნდა შევურიოთ. ბოლო რიგში დავუმატოთ ტკბილძირას ჩაი. კარგად გამოვურიოთ.

  

   სანამ კრემს ტორტზე მოათავსებდეთ, შესაძლოა მისი ოდნავ შეცხელება რათა უფრო თხევადი გახდეს და თანასწორად წაისვას ბისკვიტზე.

 

  მზა ტორტი რამდენიმე ხნით შევდგათ მაცივარში.