ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

 

ცნობილი ბრენდის დამფუძნებელის, კოკო შანელის აურა, კვლავ ავსებს კამბონის ქუჩაზე მდებარე ნომერი 31 სახლის კედლებს. კოკო შანელი ცხოვრობდა ჰოტელში Ritz, რომელიც გამოდის ვანდომის მოედანზე, მაგრამ მუშაობდა და ახლო მეგობრებთან დროს ატარებდა სვორედ ამ სახლში, რომლის ფასადის გაღმაც ინახება შანელის დიდებული ისტორია.

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ბინა ფლაგმანი, მაღაზიის ზემოდ იმყოფება, როგორც ეგზოტიკური ფრინველის ბუდე. ის იმავე მდგომარეობაში რჩება, როგორც შანელის დროს იყო, რომელმაც ეს სამყარო დატოვა 1971 წელს. სტუმრები ადიან ლეგენდარული კიბით, რომელიც გაფორმებულია სარკისებული პანელებით, სადაც ახალ კოლექციებს წარმოადგენდნენ, და Mademoiselle Coco იჯდა მეხუთე საფეხურზე (შანელის იღბლიანი რიცხვი ), და გადმოყურებდა რა ზემოდან, უყურებდა აუდიტორიის რეაქციას. სტუმრები ორი ორმაგი კარის გავლით ხდებიან ოსტატურად კეთილმოწყობილ რეზიდენციაში. 

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

 

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

შესასვლელთან - ვენეციელი მავრების ორი პოლიქრომული ხის ქანდაკებებაა, რომლების მადემუაზელ კოკოს სამყაროში იწვევს სტუმრებს. თავისი ცხოვრების ბოლოს , შანელი, რომელმაც დაკარგა ბევრი ნათესავი, ამბობდა, რომ ისინი მისი ნამდვილი მეგობრები იყვნენ, პირველი მოესალმებოდა მას მოსვლისას, მეორე კი მშვიდობიან ღამეს უსურვებდა როდესაც ის მიდიოდა.

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ბინის დეკორი მერყეობს - დეფილეს ატმოსფეროდან არტ-დეკოს სტილში, სტილისტური ეკლექტიკამდე. მისაღები ოთახის ცენტრში - დიდი კრემისფერი ზამშის დივანი დგას, განკუთვნილი ხანგრძლივი საუბრისთვის. ბინის მრავალ მხატვრულ განძებს შორის - ბრინჯაოს ირმები, რომლებიც ოდესღაც ლუისა კასატის ეკუთვნოდა, მაგიდა რომელიც ფორმით მოაგონებს ხორბლის ძნას, ის მისი ახლო მეგობარის სალვადორ დალის მიერ იყო შექმნილი, რვაკუთხედის ფორმის სარკე, ამ სარკის ფორმამ შთააგონა სუნამო CHANEL ნომერი 5 თალფაკის დიზაინზე, ვერცხლის და ოქროს ზარდახშები - საჩუქარი ვესტმინსტერის ჰერცოგისგან.

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ბროლის ჭაღი, კორომანდელის თეჯირები, ფლორისა და ფაუნის მოტივებით მორთული, მათ შორის კამელიებით, საფრანგეთის კლასიკური ავეჯი, იტალიური ანტიკვარიატი, უძველესი რუსეთის ხატი ( იგორ სტრავინსკის საჩუქარი ), მოოქროვილი ჩინური ცხენები.

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ჩემი პარიზი: კოკო შანელის ბინა

ყველაფერი ასახავს დიასახლისის ეკლექტიკურ და უშიშარ პიროვნებას და ამავე დროს აჩვენებს განსაკუთრებულ კომბინაციას, როდესაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. ბინაში არ არის საძინებელი ოთახი (შანელი სასტუმრო Ritz- ში იძინებდა), მაგრამ საჩუქრებით და სამახსოვრო კოლექციებით ავსებული, იგი წარმოადგენდა კოკო შანელისთვის ჭეშმარიტ სახლს და საკურთხეველს.