1904

კაფე

ჩვენ შესახებ

 რატომ დაარქვეს ამ მშვენიერ კაფეს 1904...

ამ წელს თბილისში გამოჩნდა ელექტრო-ტრამვაის პირველი ხაზი, გასტროლირებდა, პარიზის მინიატურების თეატრის "ბელ ვიუ" - ს მსახიობი - მარგარიტა დე სევრი , რომელმაც დაიპყრო მოხეტიალე მხატვარის გული. იმ მხატვრის სახელი დღეს მსოფლიოში განთქმულია. ეს იყო ნიკო ფიროსმანი.

სანამ ამ მხატვრულ ადგილას შეხვალთ, დატკბით ქუჩის ჰაერით, წარმოიდგინეთ, როგორ იყო ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ, გასული საუკუნის დასაწყისში, და შემდგომ უკვე შედით და ჩაიძირეთ თვით კაფეს რომანტიულ ატმოსფეროში. როგორც კი შიგნით შეაბიჯებთ, ხელათვე მიხვდებით როგორი ზუსტი დასახელება გააჩნია ამ კაფეს. არაჩვეულებრივად არის აღდგენილი ძველებური ვითარება ყველა კუთხე კუნჭულში - რესტავრირებული ავეჯის, კედლების, შპალერის, ძველებური ფოტოსურათების, ხელით მოხატული კედლების მეშვეობით. ასევე ძველებური გერმანული ფორტეპიანოთი, ძველებური ჩამოსაკიდებებითა და სხვა აქსესუარების მეშვეობით. მაგრამ მიუხედავად ამდენი რარიტეტისა ადგილი ძალზე რეალურია.

ყოველ შაბათს აქ უკრავს ცოცხალი მუსიკა, ახალგაზრდა მომღერალი ლაშა ფოჩხუა ასრულებს ბალადებს. საერთოდ კაფეში ყოველთვის უხარიათ სტუმრების ნებისმიერი განსაკუთრებული მოთხოვნის შესრულება. აქ ხშირად ძალზე საინტერესო ამბები ხდება, იხსენებენ კულტურული ისტორიის სხვადასხვა მოვლენებს, განთქმული ადამიანების დაბადების დღეებს.

მენიუში ძირითადად ევროპული სამზარეულოს კერძებია, და გაზვიადების გარეშე მზარეულს აქვს ოქროს ხელები. მზარეული ამზადებს ძალიან გემრიელ და დახვეწილ კერძებს. ულუფები დაუჯერებლად დიდია. კაფეს საფირმო კერძი რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ - კეცში დამზადებული სოკო, ყვავილოვანი კომბოსტოთი და ყველით. სასმელებში დიდი უპირეტესობა ენიჭება ჩაის. და როგორ უნდა დაგვავიწყდეს და არ ვახსენოთ საოცარი დესერტები: შოკოლადის ტორტი, ლიმონის ღვეზელი, თხილის რულეტი… მათი გემო გვაბრუნებს ბავშვობაში.

კაფე პირობითად არის გაყოფილი ორ ნაწილად. ერთ ნაწილში არის მოხერხებული, რბილი სავარძლები, მეორე ნაწილში კი - ღია ხის მაგიდები და სკამები. ყოველ მაგიდას კაფეში გააჩნია თავისი დანიშნულება, არის მაგიდა რომელსაც უწოდებენ "კაფკის არეს", ვინაიდან იქ სხდომა მწერლებს უყვარს. არის ასევე დაბადების დღის მაგიდა. აი მაგიდა "გოგონასთან" ჩვეულებრივ ურჩევნიათ კაფეში მომსვლელ მარტოხელა მამაკაცებს.