კაფე-რესტორანი ფოლკ გარდენი

ფოლკ გარდენი

კაფე-რესტორანი

ჩვენ შესახებ

 რესტორანი «ფოლკ გარდენ», რომელიც განლაგებულია სახელმწიფო ფოლკლორულ ცენტრში აღმაშენებლის ქუჩაზე, სთავაზობს თავის კლიენტებს მრავალ სურპრიზს. ყოველი ცალკეული მათგანი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. დავიწყოთ არაჩვეულებრივი შენობით რომელიც გარშემორტყმულია საოცარი ბაღით. ინტერიერის სტილური დიზაინი, ევროპული სამზარეულოს შესანიშნავი კერძების მენიუ (რესტორანი დაჯილდოვებულია მაღალხარისხიანი პროდუქტების სპეციალური სერტიფიკატით). მომსახურება მაღალი კლასის. ეს ყოველივე ამ დაწესებულების პოპულარობის შემაჯამებელია. კერძების უმეტესობა მზადდება შეფ-მზარეულის კარლო ასათიანის პერსონალური რეცეპტების მიხედვით. კარლო ასათიანი მიუნხენის პოპულარულ რესტორანში «ფლორიან» მუშაობდა შვიდი წელი. ოთხშაბათობით, პარასკევობით და შაბათობით შეგიძლიათ "ფოლკ გარდენში"დატკბეთ უმშვენიერესი მუსიკით, ამ დღეებში სტუმრებისთვის უკრავს ფორტეპიანოზე პაატა ანდრიაძე, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტი.

 

რესტორნის დარბაზი იტევს ოთხმოცამდე ადამიანს, ის გაყოფილია რამდენიმე ზონაზე. ცალკეულ მათგანში კლიენტს შეუძლია აირჩიოს მაგიდა საჭირი რაოდენობის დასასხდომის მიხედვით. «ფოლკ გარდენ» არის შესანიშნავი ადგილი რომელიც იდეალურია კორპორატიული საღამოების ან ზეიმების ჩატარებისთვის.

 

ცოტა ხნით დაწვრილებით შევჩერდეთ მათ საჭმელებზე, რომლებსაც ძალუძთ ყველაზე მომთხოვნი გურმანების დაკმაყოფილება. კარლო ასათიანი შთაიგონება სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოების კლასიკური იდეებით (ჰოლანდიური, იტალიური, მექსიკურიც კი) მაგრამ მათ ინტეგრირებას ახდენს შემოქმედებით, თანამედროვედ, ის აერთიანებს სხვადასხვა კულინარიების ტრადიციებს ერთ კერძში. დიდი ყურადღება ენიჭება ნამდვილ პროდუქტებს (რომლებიც შეესაბამება რეცეპტების დაარსების ადგილებს). მთავარი ფავორიტი კერძებია - პოლო ბალზამიკო, შემწვარი წიწილა ბალზამიკოს სოუსითა და ინდური ბრინჯი ბასმათითით, და ასევე ნიორიანი სოკოთი (მჭავე და ტკბილი აქცენტების ჰარმონული შეხამება). კესადილია ქათმის ხორცით (ტორტილია შემწვარი ქათმით და ხახვით კარამელიზირებულ არაჟანში) - კარგი მაგალითია იმისა თუ რამდენად მოდიფიცირდება კლასიკური კერძი რესტორან «ფოლკ გარდენში». როგორც მაღლა აღნიშნული იყო ინგრედიენტების ხარისხს აქვს საკვანძო მნიშვნელობა. ამის წყალობით უბრალო კერძებსაც როგორიც არის მაგალითად კარპაჩო ორაგულისგან, ენიჭება განსაკუთრებული შესანიშნავი გემო.

 

კარლო ასათიანი რეკომენდაციას უწევს სპაგეტს სოუსით ამატრიჩანა, რომელშიც ის ამატებს დაფნის ფოთოლს. სხვა პოპულარულ კერძებს შორის არის ტაილანდური ქათმის სუპი, ზღვის თევზის უხა, პიცა კაპრიჩოზა. საერთოდ მენიუ «ფოლკ გარდენში» ისეთივე ეკლექტურია როგორც მისი დეკორი. ევროპული და მექსიკური კულინარიის საოცრებათა გარდა მენიუ ითავსებს მშობლიურ მეგრულ კერძებს. აი ისინი კი მზადდება მკაცრად ტრადიციებისამებრ (ტრადიციული რეცეპტების შესაბამისად).