კა გე ბე

კაფე
    • ძველი თბილისი, ერეკლე მეფის, 8/10
      • +995 599 67 44 88,
      • +995 298 50 13
    • 10:00 მდე 02:00   ორშაბათი-კვირა
    • ცოცხალი მუსიკა
      დიახ
    • სამზარეულო
    • საზაფხულო ტერასა
      არსებობს
    • გადახდა საკრედიტო ბარათით
      არსებობს

ჩვენ შესახებ

კგბ

ჩვენს შესახებ

 

როგორც ქსელი "კალას" ყველა დაწესებულება, ძველი თბილისის ეს საშუალო ზომის ბარი საბჭოთა სტილში, აოცებს სტურებს თავისი ცოცხალი ატმოსფეროთი და ატრიბუტიკით. მიუხედავად იმისა რომ ორგანიზაცია დასახელებით "კგბ" რა ხანია აღარ არსებობს, და ბარის სტუმრებს არავინ უთვალთვალებს, დაწესებულებაში ყველგან შეგხვდებათ აფორიაქებული უმშვიდობო საბჭოთა ეპოქის შეხსენებები. ეს ვლინდება არა მხოლოდ ბარის დეკორში, არამედ მენიუში და საპირფარეშოებშიც კი! ერთი სითყვით ყველგან გარდა სამზარეულოსა და ბარში რადგან ეს ადგილები არის ""წმიდათა წმიდაე". "კალა" ძველი ქართული სიტყვაა და ციხე სიმაგრეს ნიშნავს. რაც სრულიად გამართლებულია, რამეთუ 2002 წლიდან წამოსული, ქსელი მტკიცედ გამაგრდა დედაქალაქში.

 

კაფე სტუმრებს ერთ დარბაზში ღებულობს, ზაფხულში კი შეგეძლებათ ნახევრად დახურულ ტერასაზე დასვენება, რომელიც განლაგებულია ტროტუარზე. დაწესებულების გაფორმებაში ჭარბობს წითელი ფერი, ამასთან ძველი საბჭოთა პლაკატები, გაუქმებული საბჭოთა ფული, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას ჩავიძიროთ წარსული ეპოქის ატმოსფეროში.

 

""კგბ" ბარის მენიუ ჭარბობს ძლიერი სპირტის სასმელებით, ჩამოსასხმელი ლუდით, კოქტეილებითა და ქართული ღვინოების ფართო არჩევანით. ამის გარდა აქ შეგიძლიათ წაიხემსოთ სენდვიჩების მრავალი სახის ნებისმიერი არჩევანით, სალათებითა და ომლეტით. აქ თუ მოხდებით აუცილებლად გირჩევთ მიირთვათ ახალდაფქვეული ყავა და ქალაქში საუკეთესო ჩიზქეიქი. საშუალოდ დაგვიანებული საუზმე ერთ ადამიანზე აქ დაგიჯდებათ 15-20 ლარი.

 

აქ ყოველდღე შეგიძლიათ დატკბეთ სასიამოვნო მუსიკით საბჭოთა კავშირის სულში, და ბარმენების ვირტუოზული მუშაობით. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლინ უფასო Wi-Fi, და გადაიხადონ ანგარიში პლასტიკური ბარათით. ბარი ღია არის ყოველდღე დილის 10 საათიდან ღამის 2 საათამდე.