ლოკალინო

პიცერია
    • ვაკე, ფალიაშვილის, 14
      • +995 32 247 85 58
    • 11:00 მდე 02:00   ორშაბათი-კვირა
    • სამზარეულო
    • ფუნქციები მენიუდან
    • Wi-Fi
      არსებობს
    • გადახდა საკრედიტო ბარათით
      არსებობს
    • სისტემის ფასდაკლება
      არსებობს

ჩვენ შესახებ

ლოკალინო

 

ჩვენს შესახებ

 

საქართველოს დედაქალაქის რაიონ ვაკეში, ქალაქის ცენტრალური არტერიის მარჯვენა მხარეს განლაგდა იტალიური სამზარეულოს ჭეშმარიტი მარგალიტი - პიცერია "ლოკალინო". სტუმრებს ამ ადგილას მისაწვდომი ფასები და მზარეულების მაღალი პროფესიონალობა, დაუბეზრებელი მომსახურება და მშვიდი გარემო იზიდავს. ეს მშვენიერი ადგილია მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის და ყოველდღიური სადილისთვის.

 

დაწესებულება სთავაზობს პიცის 32 სახეობას და სხვა იტალიურ კერძებს. პასტის ათზე მეტი სახეობა, ცნობილი ბოლონეზეს და კარბონარას ჩათვლით, შეიტანს ნაირფერობას ნებისმიერ ტრაპეზაში. ასევე კარგად არის წარმოდგენილი რიზოტოს რამდენიმე სახე, სუპები, სალათები, ცხელი და ცივი მისაყოლებლები. ამის გარდა აქ გექნებათ საშუალება შექმნათ თქვენი საკუთარი კერძი, რომელსაც აქაური პროფესიონალი მზარეულები "ხორცს შეასხამენ". საბოლოოდ კი შეგიძლიათ გასინჯოთ ერთერთი მრავალთაგანი იტალიური დესერტი. საშუალო ჩეკი ერთ ადამიანზე შეადგენს 30 ლარს.

 

"ლოკალინო" ღებულობს სტუმრებს ერთ დარბაზში 7 მაგიდით, და ითავსებს 40 ადამიანს. მოკრძალებული ინტერიერი ყავისფერ და კრემისფერ ტონებში ქმნის მსუბუქ ატმოსფეროს, როგორც მშვიდი საფონო მუსიკა. მიმტანების სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას ემატება საჩუქრები სტუმრებისთვის და უფასო Wi-Fi.

 

კლიენტებს აქვთ საშუალება გადაიხადონ ანგარიში პლასტიკური ბარათის მეშვეობით, და ასევე შეუკვეთონ კერძები სახლში მიტანით (ამ შემთხვევაში ცივი დასალევი უფასოა). პიცერია მუშაობს დასვენების გარეშე დილის 11 დან ღამის 2 საათამდე.