ნაყინის კაფე ლუკა პოლარე

ლუკა პოლარე

ნაყინის კაფე

ჩვენ შესახებ

 ლუკა პოლარე

 

ჩვენს შესახებ

 

საშუალო კაფე-სანაყინე კოტე აფხაზის ქუჩაზე (ლესელიძე), ძველ ქალაქში, - საოჯახო ბიზნესი, რომელიც ეკუთვნის ქართველ-გერმანელ წყვილს, დაარსებული თბილისში 2008 წელს, მაგრამ რომელმაც სწრაფად მოიპოვა ძალზე დიდი წარმატება ქალაქის მაცხოვრებლებსა და დედაქალაქის სტუმრებს შორის.

 

აქ სტუმრები იგემებენ დედაქალაქში საუკეთესო ნაყინს. გულწრფელად უნდა ითქვას რომ მისი ხათრით შეიძლება ძველ ქალაქში განლაგებულ მრავალ კაფეტერიებში სადილზე უარის თქმაც.

 

არჩევანშია უგემრიელესი ( ჯელატო) ნაყინის 26 არომატი, მომზადებული ნამდვილი იტალიური რეცეპტებით. პროდუქტები არ შეიცავს არანაირ საკვების (საღებავების ან გემოს) დანამატებს. ნაყინს ამზადებენ ყოველდღე მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად. შეგიძლიათ აირჩიოთ ნაღების და რძის საფუძველზე მომზადებული ნაყინი, ხილის ან კენკრის ნაყინი (სხვადასხვა ხილით ან კენკრით), ისინი არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ცხიმებს (იდეალური ვარიანტი ვეგეტარიანელებისთვის). ასორტიმენტში ასევე მსუბუქი სალათებია, ნამცხვრები, ლიქიორი ნაყინის არომატით, ნაყინი დიაბეტით დაავადებულებისთვის, ცივი და ცხელი სასმელები: წვენები, ჩაი, შოკოლადი, ესპრესო, ფრაპე ნაყინით, რომელიც ძლიერ უყვართ ბავშვებს.

 

ამ საოცარი დაწესებულების ერთადერთი მინუსი არის ის, რომ ძალიან ცოტა ადგილი აქვთ მსურველებისთვის, ვისაც სურს იქ მისვლა. კაფე ხშირად არის გადატვირთული. კაფეში არის საინტერესიო ტრადიცია. დაფაზე ან კედელზე ყოველ ადამიანს შეუძლია ფერადი ცარცით დაწეროს რაიმე, რათა აღწეროს თავისი გრძნობები ლუკა პოლარესთან შეხვედრის შესახებ.

 

ტქბილეულის მოყვარულებს უსათუოდ გაახარებს ის ფაქტი რომ ლუკა პოლარეს ფილიალები განლაგებულია სამი მისამართით. აღმაშენებელის პროსპექტზე, ერისთავის ქუჩაზე (მრგვალ ბაღთან ახლოს) და პეკინის ქუჩაზე.