რესტორანი / ბარი მარკო პოლო

მარკო პოლო

რესტორანი / ბარი

ჩვენ შესახებ

მარკო პოლო

ჩვენს შესახებ

 

თბილისის ცენტრში, ჰოტელ «Radisson» თან ახლოს ფართო და ხალხმრავალ ქუჩაზე მდებარეობს ნაციონალური და ევროპული სამზარეულოების დაწესებულება - ბარ-რესტორანი «მარკო პოლო». ის თავის სტუმრებს ვრცელ და მშვენივრად მოწყობილ, ოთხ სართულზე ემსახურება.

 

დაწესებულება გაფორმებულია სარესტორნო დარბაზის ძველ კლასიკურ სტილში. თბილი განათება, თაღები, ხის ავეჯი და მაგიდების სტანდარტული გაშლილობა (სერვირება) უქმნიან რესტორანს უმაღლეს რეპუტაციას. პირველ სართულზე განლაგებულია ბარი, მეორე, მესამე და მეოთხე სართულებზე კი საბანკეტო დარბაზები. კედლები მორთულია ფერწერით და ფრესკებით, რომლებიც შეახსენებენ მეცამეტე საუკუნის ვენეციის დიდი მოგზაურის შესახებ.

 

სტუმრები აქ იპოვიან ქართული სამზარეულოს კერძებს, მომზადებულს საღი პროდუქტებისგან. გრილზე მომზადებული ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი ხბოს ხორცი, და ხორცთან საჭირო გარნირების ფართო არჩევანი შეადგენს დაწესებულების ძირითად მენიუს. ამის გარდა აქ არის ბევრი ორიგინალური თევზის კერძები, პიცის რამოდენიმე სახეობა, და ტრადიციული ღვინო. განსაკუთრებით გემრიელია ქათმის მწვადი და ქათმის ფიესტა ადგილობრივი მზარეულისგან. საოცარი დესერტები და აღმოსავლური ჩაის დიდი არჩევანი ავსებს კულინარულ ნაირფერობას. ყავა «Lavazza» ს რამდენიმე სახეობა გაახარებს ამ ცხელი დასალევის თაყვანისმცემლებს. ცალკე შემუშავებულია ვეგეტარიანული მენიუ და ღვინის ბარათი. რამდენიმე საფირმო კერძი ხორცისა და ბოსტნეულისგან გამოყოფს ამ რესტორანს ამდაგვარი დაწესებულებებისგან. «მარკო პოლოს» ადგილმდებარეობიდან და მისი სტატუსიდან გამომდინარე აქ ფასები ოდნავ ამაღლებულია.

 

მომსახურების ნაკლი არის ენის ბარიერი, რადგან ყველა მათი მიმტანი როდი ფლობს უცხო ენას. აქ არ არის არამწეველთა სტუმრების დარბაზი. საღამოს ტრაპეზები მიმდინარეობს სასიამოვნო ცოცხალი მუსიკის თანხლებით. არის უფასო Wi-Fi. რესტორანი «მარკო პოლო» ახორციელებს ბანკეტების, ფურშეტების, კორპორატიული ღონისძიებების და სხვა ზეიმების ორგანიზაციას. დაწესებულება ღებულობს სტუმრებს ყოველდღე დილის 9 საათიდან ღამის 1 საათამდე.