ფაეტონი

რესტორანი

ჩვენ შესახებ

ფაეტონი

საქართველოს დედაქალაქის ცენტრში, ჩრდილოეთით 15 წუთის სავალზე არის მყუდრო რესტოტრანი „ფაეტონი", რომელიც სტუმრებს ყოველთვის გულთბილად ხვდება, ყოველდღე 10 საათიდან - ბოლო სტუმრის წასვლამდე.

იგი გარშემორტყმულია რამოდენიმე ნაკლებად თვალსაჩინო შენობითა და ბენზინგასამართსადგურით, მაგრამ როცა სტუმარი სტუმრობს მას, იგი თითქოს გადადის სხვა სამყაროში - ტრადიციულ ქართულ საცხოვრებელ სახლში.

აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ მაყალზე შემწვარი ნამდვილი მწვადი, ახალი პური და არაყი, რომელიც მზადდება ტრადიციული ეროვნული რეცეპტებით.

ყოველი შეფ–პოვარი წარმოადგენს თავის კერძს თავისებურად, ამიტომ საინტერესოა გაისინჯოს რესტორან „ფაეტონის" მზარეულთა ოსტატობით მომზადებული ლულა–ქაბაბი, შემწვარი კალმახის ფილე და ბადრიჯანი ნიგვზით.

გარდა ხილის სტანდარტული დესერტისა შეგიძლიათ შეუკვეთოთ ნამდვილი მარწყვის ტორტი, რომელიც ნებისმიერ მოგზაურს ატკბობს. ყველაზე მთავარია რესტორნის მენიუში - ძალიან დიდი ულუფები, რომელიც აღაფრთოვანებს ნებისმიერ გურმანს.

მაგრამ გარდა ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძებისა, რესტორანი აღაფრთოვანებს სტუმრებს საუკეთესო მომსახურებით, სადაც სტუმრებს აცილებენ კარიდან კარამდე, ღიმილითა და კეთილგანწყობით.

აღსანიშნავია, რომ მიმტანებმა არ იციან რუსული. კერძი მზადდება ძალიან სწრაფად, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენება მხოლოდ ახალი პროდუქტი. მწვანე პეიზაჟები და აყვავებული ბაღები ფანჯრიდან ქმნის ლამაზ, მოდუნებულ ატმოსფეროს.

რესტორნის ინტერიერში გვხდება მარტივი და დახვეწილი სტილი: ხის ავეჯი, აგურის ბუხრით, ძველი ფოტოები და მკვდარი ცხოველების ტყავი. ერთ ოთახს ამშვენებს აღმოსავლური სტილის ხალიჩები და ბალიშები ყველა ფერისა და ზომის, სადაც შეგიძლიათ მოწიოთ ჩიბუხი და ითამაშოთ ნარდი.

დღესასწაულებზე რესტორანში გამოდიან ცნობილი ქართული ანსამბლები, ტრადიციულ კოსტიუმებში საშემსრულებლო დახვეწილი და ექსტრავაგანტული ეროვნული ცეკვებით და სიმღერებით ისინი ასრულებენ როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ სიმღერებს.

რესტორანში ასევე შეგიძლიათ შეუკვეთოთ ბანკეტი, რომელსაც მოემსახურებიან უმაღლეს დონეზე, და საკვები დამზადდება ახალი პროდუქტებით.

რესტორანი "ფაეტონი" არ არის ტიპიური ტურისტული ადგილი მისი ადგილმდებარეობის გამო. თუმცა ფასისა და ხარისხის შეფარდება, ქმნის სასიამოვნო ატმოსფეროს და აქცევს ამ ადგილს იდეალურს რომანტიკული და ოჯახური ვახშმობისთვის.