პიანო

რესტორანი
    • სოლოლაკი, ტაბიძის, 14
      • +995 32 298 30 08
    • 12:00 მდე 00:00   ორშაბათი-კვირა
    • ფუნქციები მენიუდან
    • ცოცხალი მუსიკა
      დიახ
    • სამზარეულო
    • საზაფხულო ტერასა
      არსებობს
    • Wi-Fi
      არსებობს
    • გადახდა საკრედიტო ბარათით
      არსებობს
    • სისტემის ფასდაკლება
      არსებობს
    • სამსახური ფუნქციები

ჩვენ შესახებ

ძველ მერიასთან ტაბიძის ქუჩაზე, საქართველოს დედაქალაქის გულში, განთავსებულია ნამდვილი იტალიური მარგალიტი. „პიანო" გახდება საუკეთესო ადგილი ოჯახური და მეგობრული სადილისა ან ვახშამისა, ასევე საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად.

თანამედროვე და ელეგანტური გარემო ქმნის მყუდრო ატმოსფეროს სტუმრებისთვის: ხის ავეჯი, რბილი სავარძლები, წიგნები და თბილი განათება, სარკეები და დეკორატიული აბაჟური, ფონად კი მშვიდი მუსიკა. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისადილონ დიდ დარბაზში ან ღია ვერანდაზე. მთლიანობაში დაწესებულება გათვლილია 50-55 ადამიანზე.

ძირითად მენიუს შეადგენს ტრადიციული იტალიური კერძები, მომზადებული შეფ-პოვარის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია 10 წლიანი სამუშაო სტაჟი იტალიაში. სტუმრები თავისთვის აღმოაჩენენ პიცის კარგ არჩევანს, ასევე ღვინის ვრცელ სიას, რომელიც თავის თავში მოიცავს ადგილობრივ და იმპორტულ წარმოებას. ტკბილის მოყვარულებს გაახარებს შეუდარებელი ტირამისუ, ხოლო ვეგეტარიანელებს - პიცას ხორცის გარეშე და სალათების კარგ არჩევანს. ვახშმის საშუალო ფასი შეადგენს 35 ლარამდე.

კეთილგანწყობილი პერსონალი და დაწესებულების მმართველი ფლობს ინგლისურ ენას, ამიტომაც ტურისტებს არ უჩნდებათ პრობლემები კომუნიკაციასთან. სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო Wi-Fi-თ. ამ მომენტისათვის, სამწუხაროდ, გადახდა არ ხორციელდება პლასტიკური ბარათებით. „პიანო" მუშაობს ყოველდღე 12:00 დან 24:00 საათამდე, ხოლო სამუშაო დღეებში 12:00 დან 15:00 საათამდე მუდმივი კლიენტებისთვის ხდება ფასდაკლება 20%.