ფეხსაცმლის მაღაზია ალბერტო გუარდიანი

ალბერტო გუარდიანი

ფეხსაცმლის მაღაზია
    • დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი, 16 Km., Shopping centre "Tbilisi Mall"
      • +995 32 220 15 19
    • 11:00 მდე 20:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

 ალბერტო გარდიანი


ჩვენს შესახებ 

ისტორია დაიწყო 1947 წელს შუასაუკუნეების ქალაქ მონტეგრანაროში, როდესაც ბიძაშვილებმა ლიუჯი და დინო გარდიანებმა გახსნეს სახელოსნო-ლაბორატორია, რომელიც სპეციალიზირებული იყო მაღალი ხარისხის მამაკაცის კლასიკურ ფეხსაცმელზე. 

ასევე უნდა გავითვალისწინოთ პროფესიონალური გარემო, რომელშიც კუზენები არ იყვნენ პიონერები. ქალაქი მონტეგრანარო - იტალიის ფეხსაცმლის წარმოების ეპიცენტრია. ადგილობრივი ეკონომიკა თავის საფუძველში დგას ფეხსაცმლის და აქსესუარების მსხვილ და საშუალო მრეწველობაზე. მუდმივ და გულმოდგინე მუშაობის, ტეკნოლოგუური გამოკვლევების და დღესდღეობით ამ სფეროში ინოვაციების წყალობით, მონტეგრანარო ითვლება უმაღლესი ხარისხის ფეხსაცმლის უმსხვილეს ცენტრად გლობალურ დონეზე. 

სამოც წელზე მეტი Alberto Guardiani თანმიმდევრულია თავის მისიის მიმართებაში. მისია კი მდგომარეობს იმაში რომ შეიქმნას პროდუქცია, რომელშიც ოსტატობა, ექსპერიმენტი და დეტალებისადმი დიდი ყურადღება გაერთიანებული იყოს იდეალურ ჰარმონიაში. ეს ჰარმონია შთაბერავს სიცოცხლეს Alberto Guardiani სავაჭრო მარკის დახვეწილ ფეხსაცმელს, რომელიც შეიცავს თავისში ევოლუციური მოდის შესაბამისად, ელეგანტურობას კომფორტთან და ფუნქციონალურობასთან. 

ალბერტო გარდიანმა აიღო კომპანიის მმართველობა 1972 წელს, მისი მამის, დინო გარდიანის გარდაცვალების შემდეგ, ოცი წლის ასაკში. ის დარჩა ერთგული ოჯახის ფასეულობებისადმი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ხარისხიანი ფეხსაცმლის შექმნა, მან დაამატა ხელობის მრეწველობის მკაცრი ტესტირება. 

1981 წელს შედგა Alberto Guardiani ბრენდის დაბადება. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა მამაკაცის ფეხსაცმლის პირველი კოლექცია. სტილის ფაქტორი ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობდა. ფეხსაცმელი არა მხოლოდ მოხერხებული უნდა ყოფილიყო, არამედ ისეთიც, რომლის შესახებაც თანამედროვე სტილის მოყვარული მამაკაცები ოცნებობენ. კოლექცია იყო შექმნილი და პროექტირებული საოჯახო ლაბორეტორიაში.

1980 წლებში კომპანია შეუდგა გაფართოვების პროცესს და ახალი ბაზარის შეცნობას მთელს მსოფლიოში. ინიციირებული იყო დიდი სარეკლამო კომპანია. უდაოდ, მოდის წამყვანმა ფოტოგრაფებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი ბრენდის იმიჯის განსაზღვრაში, რათა წარმოედგინათ მისი ინდივიდუალური სტილი საბოლოო სიზუსტით. ეს არ არის საიდუმლო არავისთვის, რომ ასეთი სამუშაო აძლიერებს ნებისმიერი საპატივცემულო ბრენდის მსოფლიო ცნობადობას და პრესტიჟს. 

1990 წლების დასაწყისიდან Alberto Guardiani თანამშრომლობს წამყვან, იტალიურ მოდის სახლებთან Jill Sander, Verri, Byblos, Gianfranco Ferre. საერთო მუშაობა 13 წლის მანძილზე გრძელდებოდა. 
ამ პერიოდში კომპანიამ გახსნა პირველი მაღაზია სალონი მილანში, თავისი საერთაშორისო კლიენტურის მოსაზიდათ. 1995 წელს ნეაპოლში, დიდებული მაღაზიების და ბუტიკების რაიონის შუაგულში გაიხსნა მაღაზია ფლაგმანი. ამ მომენტიდან დაიწყო ბრენდის შეუწყვეტელი მოძრაობა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქებში, Alberto Guardiani მაღაზიების საცალო გაყიდვების ქსელის გზით. ნეაპოლის შემდეგ იყო მილანი და რომი, ამ ადგილიდან მაღაზიამ აიღო გეზი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მაღაზიების გახსნაზე. და მას მუდმივად წარმატება მოყვებოდა. 

1998 წელს კომპანია გადავიდა ახალ საშტაბო ბინაზე, მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოება, გახსნა უფრო პროდუქტიული ფაბრიკა, შესაბამისად მარკეტინგი და ადმინისტრატიული შესაძლებლობები სულ უფრო სრულყოფილი ხდებოდა, იზრდებოდა გაყიდვები. 1999 წელს იყო შექმნოლი Alberto Guardiani ქალის კოლექცია. 

მაგრამ ნამდვილი თავბრუდამხვევი წარმატება, ტრიუმფი, მოვა 2003 წელს, როდესაც ბაზარზე გამოჩნდება პირველი სპორტული კოლექცია იუნისექსი. პირველი იუნისექსის ხაზის საბოლოო "მიძღნა" ეკუთვნის უკვე ალბერტო გარდიანის ასულს, დონნას. ეს წარმატება მისცემს კომპანიას ყველა ფრონტზე მტკიცედ გამაგრების საშუალებას. რომში, პიაცა ფარნეზეზე Alberto Guardiani ხსნის პირველ შოუ-რუმს, შოუ-რუმს მილანში. 2008-2012 წლებში - Alberto Guardiani ორი მაღაზია, Alberto Guardiani და Guardiani sport გაიხსნა კაპრში, მილანში დიდი სადემონსტრაციო დარბაზი, კორსო ვენეციაზე. 

Alberto Guardiani აფასებს თავის კლიენტს, ეს გამოიხატება ყველა ნიუანსში. ბევრი უკვე მიეჩვია ბრენდის სარეკლამო კომპანიას, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ შთამბეჭდავ ფილმებს უნიკალური გმირების მონაწილეობით, ელეგანტურნი და ირონიულნი. მაგალითად გაზაფხულ/ზაფხულის 2014 წლის სეზონისთვის, ორი ახალგაზრდა ადამიანი (არაპროფესიონალი მოდელები) ფილიპე ქირული და ფილიპო ფიორა, პირველი მამაკაცების ბლოგი TheThreeF შემქნელები, გადმოცემენ კოლექცია Oliver & Oliver ჭეშმარიტ სტილს. ფილმი, რომელიც 
"დოლჩე ვიტას" იდენტიფიცირებს, რომელშიც ახალგაზრდები თავისუფლად და უზრუნველად სეირნობენ შესანიშნავ ქალაქ პორტოფინოში, და ფეხზე აცვიათ თეთრი და ლურჯი ფერის Oliver & Oliver. 

მათი დენდი სტილი, რომელიც შეესაბამება თანამედროვე მამაკაცების გემოვნებას, შესანიშნავად ასახავს კლექციის "განწყობას". ფუნქციონალურობა, სიმსუბუქე და თანამედროვე ელეგანტურობა გაერთიანებულია მათ ქმნილებაში, რაც მას ხდის იდეალურს როგორც ქალაქში სატარებლად ასევე დასასვენებლადაც.