მარანი ართანული ღვინო

ართანული ღვინო

მარანი
    • თელავი, სოფ. ართანა,
      • +995 551 607608

ჩვენ შესახებ

 რამდენიმე თბილისელმა მეგობარმა გადაწყვიტა, კარგი ღვინო დაეყენებინათ. ამისათვის ჩამოსახლდნენ კახეთში, შეიძინეს პატარა სახლი და ვენახი. თუმცა მეგობართაგან ართანას მხოლოდ ერთი შემორჩა, კახა ბერიშვილი. მარანი „ართანული ღვინო" ნამდვილ წალკოტში დგას. აქ მასპინძელი ქვევრებში აყენებს კარგ კახურ ღვინოს ართანაში მოყვანილი რქაწითლისა და საფერავისაგან. სეზონზე, რთვლის დროს, შესაძლებელია მონაწილეობის მიღება ყურძნის კრეფასა და ყველა აქტივობაში, რაც კი რთველს ახლავს თან – ყურძნის დაწურვაში, ჩურჩხელების ამოვლებასა და სხვ. სტუმრობა შესაძლებელია წინასწარი შეთანხმებით.