ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრები

 

 ვლადიმირ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრები

 

კონცერტზე ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორის, ვლადიმირ კოსმას კინომუსიკას შეასრულებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ჯანლუკა მარჩიანოს ხელმძღვანელობით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ქეთი ორჯონიკიძე, ნინა სუბლატი, ალეკო ბერძენიშვილი, თამთა ცხვიტავა, ანა დოიაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, ლევან მასპინძელაშვილი, ანანო ღიბრაძე, სოფი ვინტერსი, მარიამ როინიშვილი, ლუკა ზაქარიაძე, ნელიკო აგირბა, ზურაბ (მაჩვი) მოსიავა, ლიზა რამიშვილი და ვალერიან შიუკაშვილი. საღამოს მსვლელობისას, სცენაზე გაცოცხლდება კადრები ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ფრანგული კინო ფილმებიდან.
 

 (ბილეთის ფასი: 20, 30 ლარი)