საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

შეგიძლიათ აღფრთოვანებულნი იყოთ აღმოსავლური აზიის ქაოსით, ცისკენ აღმართული ევროპის ძველი ტაძრებით, განიმსჭვალოთ სამხრეთ ამერიკის ოდესღაც ძლიერი იმპერიების ნანგრევებით, მაგრამ ეს ადგილი განსხვავებულია ყველაფრისგან. ის სრულიად განსხვავებულია და შეუძლებელია მისი სხვა რამესთან შედარება. ქალაქების მიღმა, გვალვიანი ფერდობის წიაღში, დაფარული ადამიანის საქმიანობის ამაოებისგან, დგას ის, გარემოცული სიმშვიდით საიდუმლოთი და სიჩუმით.

 

დავით-გარეჯის მონასტრები, არის საქართველოში ყველაზე ძველი, და ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უნიკალური ღირსშესანიშნაობა.

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, და მოიცავს საგარეჯოს გარდაბანისა და სიგნახის რაიონებს, გარეჯის კლდოვან მთებში, და ითავსებს ოცამდე მონასტრებს, რომლებიც გამოკვეთილია კლდეებში. დავით-გარეჯი მდებარეობს თბილისიდან 60 კილომეტრის დაშორებით აზერბაიჯანის საზღვრებამდე მისული. სამონასტრო კომპლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს. საზღვრები გადის უდაბნოს მთის მწვერვალზე.

 

 

კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ის ჩამოვიდა ანტიოქიიდან რათა გაევრცელებია ქრისტიანობა.

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

ის ჯერ დასახლდა ზედაზენის მთაზე მცხეთასთან ახლოს, საქართველოს ძველ დედაქალაქთან. შემდგომ გადასახლდა მთაწმინდაზე (იმ ადგილზე სადაც ახლა მისი სახელობის ტაძარი დგას), და შემდეგ თავისი მოწაფე ლუკიანესთან ერთად გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა.

 

 

დროთა განმავლობაში მოკრძალებული სავანე გახდა არა მხოლოდ მონაზონთა ცხოვრების ცენტრი,არამედ გაიზარდა და გახდა დიდი რელიგიური და კულტურული ცენტრი, სადაც ითარგმნებოდა და კოპირდებოდა ძველი ტექსტები. იქ შეიქმნა ქართული ხელოვნების ყველაზე ადრინდელი სკოლა, გარეჯის ფერწერის სკოლა,ერთ ერთი ყველაზე ნათელი მოვლენა შუასაუკუნოების საქართველოს კულტურის ცხოვრებაში. განვითარდა უდაბნოში და მიაღწია ხელოვნებით სისრულეს ბერთუბანის ნახატებში.

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

მონასტერმა არა ერთხელ განიცადა დანგრევა და გაძარცვები, თურქი სელჯუკების თავდასხმა, 1265 წელს ის იყო გაძარცვული მონღოლების მიერ, მეთოთხმეტე საუკუნის დასასრულს მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში იყო გაძარცვული ტამერლანის მიერ, 1615 წელს კი სპარსეთის შახის აბასი პირველის მიერ. მან გაანადგურა მონაზვნები, რის შემდგომაც მონასტერი გაცარიელდა.

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

მე 17 საუკუნის თავზე -18 საუკუნის დასაწყისში, რამოდენიმე ქართველმა მეფემ ეცადა აეღორძინებინა მონაზვნური ცხოვრება . 1690 წელს მონასტერის წინამძღვრად დაინიშნა ონოფრე მაჭუტაძე და დავით-გარეჯმა განიცადა აყვავება მისი შრომის შედეგად. მისი მმართველობით მონაზვნებთა კრებულმა დაიბრუნა თავისი ძველი მიწები და უფლებები. იყო აშენებული ახალი სიმაგრეები. მაგრამ მე 18 საუკუნეში მათ ისევ დაცემა განიცადენ, მე 19 საუკუნეში მხოლოდ ნათლისმცემელში ცხოვრობდა რამოდენიმე მონაზონი.

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

დღეს დავით-გარეჯში ისევ არის მცირე მონაზონთა საკრებულო რომელის ინახავს, ინარჩუნებს დიად კულტურულ-რელიგიურ და არქიტექტურულ მემკვიდრეობას.

 

 

ცენტრალური მონასტერი – დავითის ლავრა - იმყოფება სამ დონეზე, რომელსაც ემიჯნება სხვადასხვა პერიოდების ნაგებობები. საგუშაგო და თავდაცვითი კედლები (18 საუკუნე). შესასვლელიდან შედიხართ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში, (17 საუკუნე), ფერიცვალების ეკლესია რომელიც იყო აშენებული ილარიონ ქართველის მიერ, შიგნით იმყოფება დავით გარეჯის და მისი ორი მიმდევარისა და მოწაფის წმინდა ნაწილები, მოწაფეების სახელებია ლუკიანე და დოდო (მათ დააფუძნეს მე 6 საუკუნეში დოდო რქა და ნათლისმცემელი, იონე ნათლისმცემელის მონასტერი). ილარიონ ქართველის მიერ ასევე იყო აშენებული სატრაპეზო, რომელიც დიმიტრის მიერ იყო კეთილმოწყობილი (დავით მშენებელის ვაჟიშვილი).

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

მთელი სამონასტრო კომპლექსი მუშავდებოდა მე 11 საუკუნიდან მე 13 დე, ეს არის მისი ყველაზე მაღალი აყვავების პერიოდი. მაშინ ადიდებდნენ და აწყობდნენ ძველ მონასტრებს. (წმინდა დავითის ლავრა, ნათლისმცემელი და დოდო რქა), აფუძნებდნენ ახალ მონასტრებს (უდაბნო, ბერთუბანი ჩიჩხიტური). მონასტერში სადაც პირველად დამკვიდრდა დავითი გაჩნდა სატერასო ეზო, აშენდა ახალი სენაკები, სატრაპეზო, ეკლესია, და ოდნავ მოგვიანებით აუზი, არხი და რეზერვუარები.

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

თავისი მოშორებული გამოქვაბულების მონასტრებით, კომპლექსი გარდაიქმნა რთულ ქსელად: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მგხვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმართი, პატარა ქვაბები. ყველაზე მოშორებულია საზღვარისგან მონასტერი ბერთუბანი (12 საუკუნე).

 

 საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

ზოგიერთ გამოქვაბულებში იყო ეკლესიები, სხვებში მონაზონთა სენაკები ან სამლოცველო. (არქეოლოგიური გამოკვლევების სვლისას იყო აღმოჩენილი დაახლოვებით 5000 სენაკი მთელს სამონასტრო კომპლექსში). ბევრ ეკლესიებში და სატრაპეზოებში შენარჩუნებულია ფრესკები დაწერილი მე 8-14 საუკუნეებში. დავითგარეჯის ფრესკებს დიდი მნიშვნელობა ასევე იმიტომ აქვს რომ ზოგიერთი მათგანი წარმოადგენს ისტორიული პირების პორტრეტებს. (დავით მეოთხე აღმაშენებელი ნათლისმცემელში, თამარ მეფის და ლაშა გიორგის ბერთუბანში, დიმიტრი თავდადებული უდაბნოში).

 

 

სამონასტრო კომპლექსის ფრესკები თავის ისტორიულ განვითარებაში დაკავშირებულნი არიან საქართველოს მონუმენტალურ შუასაუკუნის განვითარებასთან, და ამავ დროს მათ ახასიათებს საკუთარი თავისებურობა. რაც გამოიხატება რელიგიური მოტივების ნოვატორულ გამოხატულებაში და ორიგინალურ კოლორიტში.

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

ეკლესიების და სატრაპეზოების ფერწერა მიეკუთვნება საქართველოს გაერთიანების დროს, როდესაც მონასტერი დაექვემდებარა მეფის კარს.

 

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფრესკა დავით-გარეჯის გამოსახულებით და ლუკიანეს გამოსახულებით რომელიც გარემოცულია ირმებით. არსებობს ისტორია მაგ მოვლენის შესახებ, როდესაც ლუკიანე უდაბნოში დადიოდა მშიერი და ირემმა ისინი რძით დაარწყულა. ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფრესკა საიდუმლო სერობა, ეს ფრესკა თარიღდება 11 საუკუნით. დავით-გარეჯის წმინდა ადგილი არის (დავითის ცრემლები) სადაც პირველი მონაზვნები წყურვილს აცხრობდნენ.

 

 საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

თბილისიდან დავით-გარეჯამდე ჩასვლის ყველაზე მარტივი საშუალება არის ტაქსით წასვლა. შეიძლება ასევე სამარშრუტო ტაქსებით მგზავრება რომელსაც საგარეჯოში ნახავთ. 2014 წლიდან ფუნქციონირებს თბილისიდან პირდაპირი ავტობუსი, მაგრამ ის დადის მხოლოდ სეზონზე, 15 ოქტომბრამდე. ის გაიმგზავრება ყოველდღე 11:00 საათზე პუშკინის ქუჩუდან. მგზავრობის ღირებულება არის 25 ლარი. ეს იქეთ აქეთ მგზავრობის საფასურია, თან ადგილზე ავტობუსი გელოდებათ 3 საათის განმავლობაში, ამ დროს მოასწრებთ ძირითადი რამეების დათვალიერებას და სადილსაც კი "ოაზის"-ქლაბში სოფელ უდაბნოში.

 

საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

დღევანდელ დღემდე შენარჩუნებულია ცხრა კომპლექსი, რომლებსაც ვერ შემოივლით მოკლე დროში, ამისთვის როგორც მინიმუმი რამოდენიმე დღე დაგჭირდებათ. მათ შორის გამოყოფენ ოთხ ჯგუფს: დავითის ლავრა, მონასტერი თეთრი უდაბნო, მონასტერი ნათლისმცემელი, და დოდო რქას გამოქვაბულები. მათი შემოვლა საკმაოდ ძნელია. მაგრამ ტურისტებისთვის არის მოფიქრებული ეგრეწოდებული"მცირე წრე", ეს გახლავთ წმინდა დავითის ლავრა და მონასტერი თეთრი უდაბნო. მათი დათვალიერებისთვის გამოყოფილია ორი-სამი საათი.

 

 საქართველოს ღირსშესანიშნაობა - დავით გარეჯი - განმარტოვებული საუნჯე

 

სატაძრო მაღაზიაში რომელიც განლაგებულია სადგომის ახლოს (ლავრას წინ), აუცილებლად უნდა იყიდოთ სამონასტრო ღვინო. რომელიც დამზადებულია ყურძენი საფერავის სორტისგან. მას გამოზრდიან სოფელ ხამშში.