რაფტინგ ტურები საქართველოს მდინარეებზე

   

რაფტინგი არის ყველაზე ამაღელვებელ და დაუვიწყარ თავგადასავალთაგან ერთ-ერთი. ის მისაწვდომია ყველა ასაკისთვის დაწყებული თორმეტი წლიდან. ქართულად მას ქვია ჯომარდი.  ეს განსაცვიფრებელი წლის თავგადასავალი შეგიძლიათ განიცადოთ საქართველოს ჩქარ მდინარეებზე ( როგორიც არის რიონი, არაგვი, მტკვარი) პროფესიონალი ინსტრუქტორ-გიდების ხელმძღვანელობით. 

     კომპანია Jomardi - არის რაფტინგის ყველაზე ცნობილი ოპერატორი, ჯომარდის პიონერი თბილისში. ის გვთავაზობს ორგანიზებულ რაფტინგ ტურებს (და ასევე სხვა და სხვა გასართობ ღონისძიებებს ღია ცის ქვეშ: ველოტურები ლაშქრობა და ა შ) რათა დააკმაყოფილოს ყოველი ფათერაკის მაძიებელის და აქტიური დასვენების თაყვანისმცემელის  მოთხოვნილება. 
 
რაფტინგ ტურები საქართველოს მდინარეებზე
   
წყლის დასვენების სეზონი იწყება აპრილის დასასრულიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.  ყველაზე კარგი დრო კი არის ივნისის დასასრული-ივლისის დასაწყისი. რაფტინგ  ტურის სირთულე დამოკიდებულია სეზონზე. 
ყოველი ჯომარდის ტურის წინ ლაშქრის წევრები გადიან სპეციალურ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟს. მონაწილეები თავსდებიან სპეციალურ რაფტინგ ნავებში, რვა-ათი ადამიანის ტევადობით. ყოველ ნავში ზის კვალიფიცირებული ინსტრუქტორი. 
   ორდღიანი ექსკურსია რიონის მდინარეზე თქვენთვის გახდება ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად. ამ ექსკურსიაში შედის კუმისთავის გამოქვაბულის ან სხვაგვარად პრომეტეის გამოქვაბულის მონახულება, ქალაქ აბროლაურში დასადგურება, რომელის ცნობილია ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჩკარის წარმოებით.