მუშტაიდის პარკი

   

მუშტაიდის პარკი

თბილისის პარკებთაგან ერთ ერთი ყველაზე ლამაზი და პოპულარული არის მუშტაიდის პარკი. ის არის თბილისელი ბავშვების საყვარელი ადგილი, თავისი მხიარული ატრაქციონებით. ის ცნობილია თავისი რკინიგზით. 

   პარკს აქვს ძალზე საინტერესო ისტორია, რომელიც ირანში დაიწყო. ფელდმარშალი ბაჰმან მირზა ქაჯარი რომელიც იყო დადანაშაულებული ჯაშუშობაში, თურქულ-რუსული ომის დროს, შერისხებაში მოხდა. ეშინოდა რა დაპატიმრების ბაქოში გაქცევით თავს უშველა. მან რუსეთს მოსთხოვა თავშესაფარი და დასახლდა შუშეში. მასთან ერთად გაქცევაში მოხდა კიდევ ერთი ადამიანი, მირ ფეთეხ აღა სეიდ თავრიზი, რომელიც იყო სასულიერო წოდების მუშტეიდის მატარებელი. ის ასევე იყო დადანაშაულებული ჯაშუშობაში. 
 
მისი ახალი სახლი გახდა თბილისი, სადაც მას საკუთრებაში გადასცეს დაახლოვებით ხუთი ჰექტარი მიწა, მტკვარის მარჯვენა ნაპირზე (მიხაილოვის ქუჩა, დღეს ცნობილი როგორც აღმაშენებლის პროსპექტი). 
 
მუშტაიდის პარკი
 
   ამ ადამიანის სასულიერო წოდება ქალაქის მცხოვრებთათვის გადაიქცა ზედმეტსახელად მუშტაიდ. სწორედ ამ წოდებამ მისცა დასახელება პარკს. 
 
 
მუშტაიდთან დაკავშირებულია რომანტიული ლეგენდა. თითქოს მას ყავდა ქართველი ლამაზმანი ხარჭა სახელად ნინო, რომელიც მან სტამბულის ტყვეთა ბაზარზე შეიძინა. მას შეუყვარდა ნინო და დაქორწინდა მასზე. საქართველოში დაბრუნებისას ნინო დაავადდა და გარდაიცვალა. მუშტაიდი ძალიან დარდობდა და განიცდიდა მის სიკვდილს. მან ნინო სახლთან ახლოს დაასაფლავა და საფლავის ირგვლივ კი ბევრი ხე მცენარე დარგო. ეს ხეები გახდა ცნობილი მუშტაიდის პარკის საძირკველი. 
 
                              დარია ბურდას ისტორიული რეგიონთმცოდნეობის საკურსო ნამუშევარიდან.
ბაღი მუშტაიდი იყო დაფუძნებული მეთვრამეტე საუკუნის ოციან წლებში, სპარსეთის შიიტების რელიგიური ლიდერის მუშტაიდის მიერ.ის გადასახლდა კავკასიაში და რუსეთის მთავრობისგან მიიღო მიწის ნაკვეთი მუშტაიდის ბაღის ადგილას. ათი წლის შემდეგ მუშტაიდი გადაეცა კერძო მეწარმეებს რომლებიც იყენებდნენ ამ ადგილს ნაირგვარი გართობებისთვის. ასეთ მდგომარეობაში ბაღი იმყოფებოდა 1887 წლამდე. როდესაც დადგა საკითხი თუ სად ყოფილიყო კავკასის მეაბრეშუმეობის სადგური, სხვა ადგილებს შორის ამ ბაღს მიეცა უპირატესობა. ამგვარად ის გადავიდა სახელმწიფოს განკარგულებაში. პარკში მშვენიერი ხე მცენარე იყო, ის ძალზე კოხტად გამოიყურებოდა და არ იყო მტვერიანი რაც დიდი იშვიათობაა ზაფხულის დროს თბილისის პარკებისთვის. 
ამ უპირატესობებმა და ასევე სილამაზის მხრივ სარფიანმა მეზობლობამ მდინარესთან, გახადა მუშტაიდი თბილის საზოგადოებისთვის საყვარელ ადგილად. ბაღში ზაფხულში გარკვეულ საღამოებში უკრავდა მუსიკა, იყო გახსნილი ბუფეტი, რესტორანი
 
მუშტაიდის პარკი
   პრაქტიკულად პარკის ყველა ატრაქციონი ორიენტირებულია საბავშვო პუბლიკაზე. ის განლაგებულია პარკის ცენტრალურ ნაწილში. პირობითად მისი გაყოფა შეიძლება სამ ნაწილად. ჩრდილიანი ხეივნები ხრეშიანი გზებით, საბავშო რკინიგზის რგოლი და ატრაქციონები ცენტრში.
 
 მუშტაიდის პარკი
 
ატრაკციონებს შორის: საქანელები, ამერიკული გორკები, პატარა გუბურა შადრევნებით. პარკში არის რამოდენიმე კაფე სადაც შემოგთავაზებენ გაზიან სასმელებს, ლუდს, ფენოვან ნამცხვრებს, ტკბილეულობას და ნაყინს.
  ატრაქციონი ფასიანია, მატარებელზე მგზავრობის ჩათვლით, დაახლოვებით 1,5-2 ლარი. ანგარიშსწორებისთვის პარკის ტერიტორიაზე იყენებენ პლასტიკურ ბარათს. ამისთვის პლასტიკური ბარათის ყიდვა და მასზე თანხის დადება გმართებთ. 
 

იხილეთ აგრეთვე: 

ისტორიულ-არქიტექტურული სამუზეუმო კომპლექსი - ციხესიმაგრე რაბათი

  relax.ge/ge/incity/84/