ყოველთვის თანამედროვე არტ-დეკო

 

   მსოფლიო ომების შორის არსებულ წლებში ყველაფერი, დაწყებული ავეჯიდან და არქიტექტურისადმი მოდიდან, მისული საწარმოო დიზაინამდე, იმყოფებოდა თვალის მომჭრელი სამხატვრო სტილის ზეგავლენის ქვეშ, რომელიც წოდებულია ინდუსტრიული მოდერნის სტილი, ჯაზ მოდერნი, რაციონალიზირებული მოდერნი.  ის ყველგან იყო აყვავებული და წარმოადგენდა პირველ დიზაინერულ  "ახირებას"რომელსაც არ გააჩნდა კონკრეტული განსაზღვრა. დასახელება "არტ-დეკო" გაჩნდა მხოლოდ 1960 წლების შუალედში. 
 
ყოველთვის თანამედროვე არტ-დეკო

   ეს კულტურული მიმართულების ზრდა, რომელსაც გააჩნდა მკაფიოდ გამოხატული თვისებები, დაემთხვა ორი მიმართულების განვითარებას. ნეოკლასიციზმს, რომელმაც თავის რიგში შვა ფაშისტური არქიტექტურა გერმანიაში და იტალიაში, და მოდერნიზმის, რომლის წინამორბედიც იყო ბაუჰაუზი, კონცეტრირებული დემოკრაციულ ფუნქციონალიზმზე. 

მათგან განსხვავებით არტ-დეკო არ მიისწრაფოდა გრანდიოზული მიზნებისკენ, მას სურდა ყოფილიყო გლამურული, გასართობი, სექსუალური, ეკზოტიკური, ულტრათანამედროვე, გადაჭარბებულიც კი. იმ მომენტში როდესაც ევროპა იყო კატასტროფის ზღვარზე, ის ესკაპიზმს სთავაზობდა. 

ყოველთვის თანამედროვე არტ-დეკო

არტ-დეკო მოიცავს პერიოდს რომელსაც ეწოდა  "მშფოთვარე ოციანები", ბედნიერი ოციანები (1920-1929 წლები), "the Roaring Twenties", დიდი დეპრესიის დაწყებამდე. ეს იყო ემანსიპირებული   ქალბატონების, ფაბრიკების და ცათამბჯენების დრო, დიდებული საოკეანო ლაინერების დრო, ჰოლივუდის ზმანების სამყაროს და გარლემის რენესანსის  რეალური მოძრაობის დრო. 

   ისევე როგორც მისი წინამორბედი არტ-ნუვო,  არტ-დეკო არის ელექტური სტილი, რომელიც მიიზიდავდა შთაგონებისთვის მრავალ სამხატვრო მიმართულებასა და პრინციპებს. 

განიხილებოდა რა როგორც ელეგანტური, ის ამავ დროს იყო ერთდროულად ფუნქციონალური და გამომეტყველი. უფრო მეტიც, ის მტკიცდებოდა როგორც ეგალიტარული, რომელმაც შემოსთავაზა  ომით გაღატაკებული ევროპის აღდგენის უფრო იაფი საშუალება. 

ყოველთვის თანამედროვე არტ-დეკო

   დიზაინერები ცდილობდნენ შთაებერათ "ძალაგამოცლილ" კლასიკურ  ტრადიციებში ახალი სიცოცხლე, შეექმნათ ახალი სტილი, დაფუძნებული აღდგომილ დეკორაციულ ენაზე. ამისათვის დაესესხენ ელემენტებს, რომლებიც ახასიათებს ისტორიულ ევროპულ სტილებს, აერთებდნენ მათ კუბიზმის გეომეტრიულ ენას, ფუტურიზმის და კონსტრუქტივიზმის ენას, ახამებდნენ მათ ღრმა ფერების გამას და დიაგილევის რუსული ბალეტის ეკზოტიკურ თემებს, და ასევე აერთებდნენ ამ სტილებს ქალაქის საწარმოო გამოხატულებებთან.  ასევე იყენებდნენ ნაკლებად გამოკვლეული ძველი კულტურების დეტალებს (აფრიკული, აღმოსავლეთ-აზიური, ძველი ეგვიპტური, მესოამერიკული). 

 

   მიმართულება არტ-დეკო გაჩნდა როგორც სწრაფი ინდუსტრიალიზაციის ანარეკლი. მანქნების საუკუნე ცვლიდა კულტურას. ვიქტორიანული ეპოქის საწინააღმდეგოდ ეს იყო პირდაპირ საწინააღმდეგო ხედვა ყველაფერზე. ხალხი უყურებდა პირველ ჰოლივუდის ფილმებს რომლებიც აუწყებდა მათ მოდისა და დიზაინის შესახებ. არტ-დეკოს დამსახურება თანამედროვე გემოვნების ფორმირებაში არის ფართოდ აღიარებული და მას დროთა დრო კვლავ უბრუნდებიან. 

ყოველთვის თანამედროვე არტ-დეკო

დღევანდელ დღეს არტ-დეკოს მოდასა და დიზაინის მიმართ ისევ გაჩნდა ინტერესი და გარკვეულ დონეზე ეს მოხდა კინირეჟისორის ბაზ ლურმანის და მისი ფილმის "დიდი გეთსბი"-ს წყალობით. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის დიდი რომანის ეკრანიზაცია, რომელიც მიგვაქცევს უკან "მშფოთვარე ოციანები" ს რომანტიზმისა და ელეგანტურობისკენ,  მეოცეების გლამურისა და სიმდიდრისკენ, ეპოქისკენ რომელსაც ბევრი საერთო გააჩნია დღევანდელ დროსთან. ამ ფილმისთვის იუველირულმა კომპანიამ  Tiffany & Ко  შექმნა კოლექციები Ziegfield და The Great Gatsby, რომელიც ილუსტრირებს ზოგიერთი პერსონაჟის დეკადენტური ცხოვრების წესს. კოსტიუმების დიზაინერმა და მხატვარმა კეტრინ მარტინმა (რეჟისორის მეუღლე) მიისწრაფოდა რა მაქსიმალურ სინამდვილისაკენ, შექმნა თვალისმომჭრელი დეკორაციების კოლექციები და პერსონაჟების კოსტიუმები. და ძალიან მალე Brooks Brothers და Prada - მ წარმოადგინეს ჩასაცმელის ხაზი რომელიც იყო დაფუძნებული იმავე  პერიოძე, ხოლო უნივერმაგმა Kohl's  წარმოადგინა სახლის აქსესუარების და მოდური ჩასაცმელის კოლექციები, რომელიც იყო შექმნილი არტ-დეკოს გავლენის ქვეშ. 

ყოველთვის თანამედროვე არტ-დეკო

   არტ-დეკო განსაკუთრებით პოპულარულია დიდებული რეზიდენციებისა და მდიდრული ოტელების გაფორმების დროს. ხალხს, რომელსაც ეს სტილი მოსწონთ, სირთულეების გარეშე შეუძლიათ შექმნან ის საკუთარ სახლებში. თუმცაღა ეს უდავოდ ძვირფასიანი სტილია. მაგრამ ძლიერ მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა, მნიშვნელოვანია საზღვრების შენარჩუნება, იმისათვის რომ არ მოხდეს გადაჭარბება და საცხოვრებელი სახლი არ გადაიქცეს მუზეუმად. არტ-დეკო უპირველეს ყოვლისა არის მდიდრული მინიმალიზმი.