ცნობილი აქსესუარები: ქალაქ პეჩის ხელთათმანები

 

ცნობილი აქსესუარები: ქალაქ პეჩის ხელთათმანები

მადონა, ლედი გაგა, ანჯელინა ჯოლი, ქრისტინა აგილერა - რა აერთიანებს მათ? ყველა მათგანი არის ქალაქ პეჩში წარმოებული ხელთათმანების თაყვანისმცემელი. 

    ბრენდი, რომელიც დაიბადა 1980 წლებში, ქმნის ხელთათმანების  საუკეთესო ხარისხის, მოდურ და ტრადიციულ კოლექციებს, რომლებმაც მოიხვეჭა სახელი საერთაშორისო მოდის სამყაროში. უდავოდ ასეთი ხელთათმანების შეძენა შეუძლიათ არა მხოლოდ ცნობილ ვარსკვლავებს, არამედ ნებისმიერ ადამიანს, თანაც საკმაოდ მისაღებ ფასად. 
 
   ქალაქ პეჩში ხელთათმანების შექმნის ისტორია სადავეებს იღებს 1960 წლიდან, როდესაც ხელოსანმა იანოშ ხამერლიმ, შექმნა ხელთათმანების  დამზადების საამქრო. რითაც ააღორძინა ამ ქალაქის ძველი პროფესია. მისი წარმატების საიდუმლო მდგომარეობდა ხელთათმანების ხელით შეკერვაში, მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალების მიერ ტრადიციული ტექნოლოგიით. 
 
ცნობილი აქსესუარები: ქალაქ პეჩის ხელთათმანები
   
ბრენდის ეკონომიკურ განმტკიცებისთვის ქალაქ პეჩის ხელთათმანების მწარმოებლები გაერთიანდნენ და შექმნეს  Gloves of Pécs Cluster. ამ ორგანიზაციის ოთხმა კომპანიამ მიიღო უფლება გამოეყენებინა მარკა "უნგრეთის პროდუქტი". 
Gloves of Pécs Cluster - ს სპეციალისტები მტკიცედ დგანან ხელთათმანების მხოლოდ ხელით შეკერვის პოზიციაზე, რაც აძლევს გარანტიას იმისა რომ ხელთათმანებს ექნება ელასტიურობა, იდეალური ყალიბი და ხელზე მოდგომა, და ასევე გამძლეობა. ხელთათმანების დამზადებისთვის გამოიყენება მხოლოდ მაღალხარისხოვანი ნედლეული, რბილი და ნაირფეროვანი ტყავი მოიწოდება იტალიიდან და ინგლისიდან. 
 
ცნობილი აქსესუარები: ქალაქ პეჩის ხელთათმანები
   
მსოფლიო ბრენდები როგორიც არიან Coach, TM Levin, Benetton, Gucci, Escada, Joop და Roeckl,  უპირატესობას ანიჭებენ პეჩის ხელთათმანებს. და ანალოგიურად მოდის დიდი სახლებისა Gloves of Pécs Cluster წარმოადგენს წელიწადში ორ კოლექციას, გაზაფხულ-ზაფხული და შემოდგომა-ზამთარი. 
  ასორტიმენტში არის ხელთათმანები რომელიც დააკმაყოფილებს ყველაზე მაღალ მოთხოვნას, საყოველდღეო მოდელები, და მოდელები კუტურიებისაგან, რომელიც კლასიფიცირებულნი არიან უნგრეთის ხელოვნების ცენტრის მიერ, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. 
 
აგრეთვე იხილე: 

ეკზოტიკური აფროდიზიაკები: სარგრბლობა თუ ზიანი?

relax.ge/ge/news/69/