საქართველო
-
-
დიდუბე, გურამიშვილის, 2/9
-
- +995 32 230 80 80,
- +995 32 269 66 47
-
-
ჩვენ შესახებ
ქალაქის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი „საქართველო" მუშაობს საქართველოს დედაქალაქში 1959 წლიდან. დავით გურამიშვილის ქუჩაზე განთავსებული, იგი ახლახანს იქნა გარემონტებული და შეიძინა თანამედროვე გარეგნული იერი - ნათელი სუფთა შენობა სარეკლამო პლაკატებით, რომლებიც იწვევენ სამგანზომილებიანი ფილმის მომხიბლავ სამყაროში მოხვედრას.
155 ადამიანზე გათვლილი კინო დარბაზი, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით საქართველოში, კონდიცირების სისტემით მოწყობილი, ხმის შთამნთქმელი პანელებით, რაც ქმნის დამატებით კომფორტს ფილმის ყურებისას. კომფორტულ სავარძლებს გააჩნიათ სპეციალური დასადგამი სასმელებისთვისა და ბატი-ბუტისთვის, არის ასევე ორადგილიანი დასაჯდომები „Love – seats".
„საქართველო" იპყრობს თბილისელების ყურადღებას იმითიც, რომ მასში მდებარეობს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბავშვო გასართობი ცენტრი - „ბალუ", რომელიც სთავაზობს პატარა სტუმრებს მხიარულ ღონისძიებებს, მრავალფეროვან სურპრიზებს, ტკბილ მენიუს, ვიდეო და ფოტოსესიას, დისკოთეკებს დიჯეების მონაწილეობით, საყვარელი მულთფილმის პერსონაჟების გამოსახულებით და რა თქმა უნდა სავაბშვო მხატვრული და ანიმაციური ფილმების დემონსტრირებას. ცენტრში შეგიძლიათ შეუკვეთოთ დაბადების დღის გადახდა და სხვა დღესასწაულები თქვენი ბავშვებისთვის. არსებობს პირობა, ბავშვები არ უნდა იყვნენ თხუტმეტი წლის ასაკის ზემოთ.
გასართობი ცენტრის გარდა კინოთეატრის ინფრასტრუქტურა მოიცავს კაფესა და საგამოფენო დარბაზს. დერეფანში განთავსებულია პლაზმური მონიტორები, რომლებზეც ტრიალებს ტრეილერები, მუსიკალური კლიპები და სარეკლამო რგოლები. კომფორტული ატმოსფერო, დარბაზის ფერადი გაფორმება უკვე აყენებს სტუმრებს ღია და სადღესასწაულო განწყობაზე.
ფილმები ჩვენებისთვის „საქართველო"-ში ირჩევა სხვადასხვა ჟანრიდან საქართველოს მიმდინარე რეპერტუარის შესაბამისად: უცხოური ფანტასტიკური ბოევიკები, რომლებიც, რა საკვირველია საინტერესოა უყურო 3დ ფორმატში, საშინელებათა და რთული დრამები, ახალი სამამულო კინომატოგრაფიისა (განსაკუთრებით პოპულარულია მაყურებლებში ქართული კომედიები), ზოგ დღეებში ხდება რუსული სურათების ყურების ორგანიზება. დიდი რაოდენობის მაყურებლების მოსაზიდად კინოთეატრში ხშირად ხდება სპეციალური აქციების ორგანიზება, მაგალითად, ორი ბილეთი ერთის ფასად. კინოჩვენების ბილეთების ჩვეული ფასი ხუთიდან ათ ლარამდეა (დამოკიდებულია სეანსის დროზე).