ალკოტი
-
-
მთაწმინდა, რუსთაველის, 42
-
- 591 01 95 63
-
11:00 მდე 20:00 ორშაბათი-კვირა
-
-
ჩვენ შესახებ
«Alcott: free to be! » - ბრენდის სლოგანია.
ახალგაზრდული, საყოველდღეო ტანსაცმლის პოპულარული იტალიური ბრენდი, საცალო გაყიდვების ლიდერია, რომელიც მუშაობს ''ფასტ-ფეშენ'' ის სეგმენტში.
Alcott იღებს თავის სადავეებს 1988 წლიდან, როდესაც ბატონმა ნუციო კოპელამ დააარსა კომპანია Capri SRL. ბრენდი იბადებოდა მკაფიოდ განსაზღვრული კონცეპციიდან და იყო ორიენტირებული ახალგაზრდა აქტიური ადამიანების ტანსაცმელზე. ეს ტანსაცმელი უნდა ყოფილიყო მაღალხარისხოვანი და უნდა ქონოდა დემოკრატიული ფასი. ეს კრეატიულად მოაზროვნე ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი, რომელმაც გადაწყვითა რომ მიუძღვნიდა ცხოვრებას მაღალი ხარისხის ტანსაცმლის შექმნას, ფასთ-ფეშენის სტილში, მტკიცედ იყო დარწმუნებული რომ მათი მოდელებისადმი იქნება გამოვლენილი დიდი ინტერესი. რადგან როდესაც სთავაზობ მოდურ მრავალფეროვან და მისაწვდომ პროდუქციას, რომელიც სეზონზე რამოდენიმეჯერ ახლდება, პროდუქციას რომელიც შეესაბამება ყველაზე უკანასკნელ ტენდენციების მოთხოვნას მოდის სამყაროში, რომელიც ერთდროულად ასახავს პროგრესიულობას არასტერეოტიპულ მიდგომასა და თანამედროვე ხელოვნების გავლენას, არაორაზროვანია რომ შეძლებ კლიენთებთან სტაბილური ურთიერთობის აშენებას.
1990 წელს გაიხსნა Alcott ის პირველი მაღაზია ქალაქ ნეაპოლში. იმ დროიდან კომპანია სწრაფად და უწყვეტლივ ვითარდებოდა (პირველ რიგში ნაციონალურ განვითარების ფარგლებში), საფირმო სტილი ევოლუციონირებდა, რაც უზრუნველყოფდა მისაწვდომი კოლექციების ფართო სპექტრს, რომელიც აკმაყოფილებდა მომხმარებლის ყოველ მოთხოვნასა და განწყობას და ასევე ბაზარის ტენდენციასაც.
დღესდღეობით Alcott ი არის ბევრ ქვეყანაში, სადაც კომერციულ სცენარში უკავია პრივილეგირებული ადგილი. Alcott არის ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, სირიაში, ლიბანში, ინდოეთში, ისრაელში, გვადალუპაში, კიპროსზე და საქართველოში. ბრენდის დასახელება დაკავშირებულია ინგლისურ ფრაზასთან «all cotton» რაც ნიშნავს ყველაფერი ბამბისგან.
Alcott არის Capri Group ის ნაწილი, რომლის სათავო ოფისი ქალაქ ნოლაშია, ნეაპოლის ახლოს.