ტანსაცმელი და აქსესუარები მაღაზია აქსარა

აქსარა

ტანსაცმელი და აქსესუარები მაღაზია
    • საბურთალო, პეკინის, 14a
      • +995 32 218 09 81
    • 12:00 მდე 20:00   შაბათი-შაბათი
      11:00 მდე 20:00   კვირა-პარასკევი

ჩვენ შესახებ

 

 

Axara ხსნის "ფრანგული ელეგანტურობის საიდუმლოებებს".

პირველი მაღაზიის გახსნისთანავე სენ-ჟერმენ-დე- პრეში, პარიზში, Axara - მ დაიპყრო მთელი სამყარო. ფრანგულ ელეგანტურობას რომელსაც ბრენდი წარმოადგენს, აქვს მაღალი შეფასება მონრეალში და სანკტ-პეტერბურგში, ტოკიოში და ლონდონში, ბერლინში და თბილისში.

კომპანია რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ოჯახის ბიზნესთან, იყო დაარსებული 1990 წელს. Axara -ს დიზაინერთა სახელოსნო არის მისი "ტვინი". აქ ექსპერიმენტებს ატარებენ მხატვრები, კომპანიის შემოქმედებითი დიზაინერთა ჯგუფი. ისინი მუდმივ ახალი იდეებისა და ახალი ასოციაციების ძიებაში არიან, იმის გასაგებად თუ როგორი უნდა იყოს ქალის ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე საოცარ შთაბეჭდილებებს იწვევს. ისისნი ახამებენ ერთმანეთს სხვადასხვა მასალებს, ქსოვილების ნაწილებს, მაქმანებს, ქმნიან ნაქარგებს. მაგრამ ყველაფერში იგრძნობა მუდმივი ლტოლვა ძალიან მაღალი ხარისხისადმი, იმისათვის რომ მათი პროდუქტი შეესაბამებოდეს პრესტიჟულ მარკას - "წარმოებულია საფრანგეში". 

ფრანგული ელეგანტურობა არის იგავი ხალხის ბაგეებში, მაგრამ როგორი არის ის Axara - ს წარმოდგენაში? 

ბრენდის მუზა არის დამოუკიდებელი, აქტიური ქალბატონი. მას გააჩნია საკუთარი სტილის შექმნის უნარი. მისთვის ცნობილია "ფრანგული ელეგანტურობის" საიდუმლოებანი. ის იწვევს თეთრ შურს მთელი მსფლიოს ქალბატონების გულებში. მას ყოველთვის ახსოვს ბალანსის შესახებ, რაც განსაზღვრულ წესებს კარნახობს. მისთვის ცნობილია თუ როგორ უნდა შეახამოს შთაგონება და განწყობა, როგორ არ დაუშვას გადაჭარბება, რათა გამოიყურებოდეს სავსებით ბუნებრივად, თამამად და ამავ დროს თანამედროვედ. მას არასოდეს ავიწყდება ქალური სილამაზის მარადიული კოდის - გრაციის შესახებ. 

ეს არის ქალბატონი რომელსაც აცვია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, და ის ისე ადგამს ფეხს, რომ ჩნდება შთაბეჭდილება მის მიერ ჰაეროვანი ცეკვის შესრულებისა. ულტრა-ქალური, გლამურული, თავისუფალ სამოსში შემოსილი, თამამი წითელი ფერის პომადით ტუჩებზე. გაშლილი თმებითა და ოსტათურად შექმნილ ტანსაცმელში. ის არის ძალდაუტანებელი ქალბატონი. მისი წელი არის შემორთტყმული დახვეწილი ქამრით, რაც ხაზს უსვამს მის მშვენიერ ფორმებს. ის არის თავისი არაჩვეულებრივი ცხოვრების ისტორიის გმირი.