ტანსაცმლის მაღაზია ადადა

ადადა

ტანსაცმლის მაღაზია
    • საბურთალო, ბახტრიონის, 12
      • +995 32 237 53 01
    • 10:30 მდე 21:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

 ადადა


ერთერთი ყველაზე დიდი შეცდომა რაც მოდას შეეხება, ეს არის აზრი რომ იმისათვის რომ სტილურად გამოიყურებოდე, საჭიროა ბევრი ფულის დახარჯვა. ამის დანაშაული მეტწილად იმ "მწერლების" სინდისზეა, რომლებიც მოდას აშუქებენ. კრიალა ჟურნალების მოდის მიმოხილვებში ძირითადად წერენ ცნობილი ბრენდების (უფრო მარტივად კი ძვირფასი ბრენდების) სიახლეებზე. 

ალბათ ახალგაზრდა გოგონების, ქალბატონების, ახალგაზრდა ბიჭების და მამაკაცების უმეტესობას სურთ მოდურათ გამოიყურებოდნენ, თუმცა ყველას როდი შეუძლია ბევრი ფულის დახარჯვა. არის ადამიანები რომლებიც უბედურად იგრძნობენ თავს თუ ვერ შეიძინეს რაიმეს მაგალითად ლუი ვიტონისგან. 

სინამდვილეში კი ყველაფერი ბევრად პროზაულია. მოდის მიმომხილველთა უმეტესობა არიან საკმაოდ ზარმაცი და მერკანტილური ადამიანები. ელიტარულ ბრენდებს, რომლებსაც განმტკიცებული აქვთ სახელები მსოფლიო მოდის სცენაზე, გააჩნიათ დიდი ფინანსური შესაძლებლობები, იმისათვის რომ ჩაატარონ შოუ, გადაიხადონ სარეკლამო თანხები, ჩაატარონ პრეს-რელიზები. ამგვარად მოდის მიმომხილველები ძირითადად ავსებენ საიტებს ინფორმაციით, სახლიდან გაუსვლელად, არ ცდილობენ ახალი რამის ძიებას და პოვნას. ისინი ვალდებულნი არიან დაწერონ კარგი რამეები ძვირფასიან ბრენდებზე, იმისდა მიუხედავად მოწონთ თუ არა მათი პოდუქცია პირადად, ვინაიდან სწორედ ბრენდები აქვეყნებენ მათ მიმოხილვებს. 

მაგრამ თუ ცოტაოდენ ძალისხმევას გამოვიჩენთ, შეგვეძლება საშუალო ფასის მოდური ტანსაცმლის, აქსესუარების და მოდური ფეხსაცმლის ნახვა პრაქტიკულად ყველგან. უნარი გამოიყურებოდე ძვირფასად საშუალო ფასის ტანსაცმელში არც ისე რთული ხელოვნებაა. ძალიან ბევრი არის დამოკიდებული თავად ადამიანზე, მის გემოვნებაზე, და მოდური ტენდენციების მის მიერ გაცნობაზე. არსებობს მრავალი ძალზე უბრალო ხერხი იმისათვის რომ საშუალო ფასის ტანსაცმელში გამოიყურებოდე მდიდრულად. 

ამ შემთხვევისთვის მაღაზია ადადა იქნება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. ნამდვილადაც, ფასები აქ სასიამოვნოდ გაგაოცებენ. აქ არის სხვადასხვა სტილის საყოველდღეო ტანსაცმლის ფართო არჩევანი: დაწყებული კლასიკური სტილისგან ახალგაზრდულ სტილამდე. ახალი კოლექციები ახლდება ყოველ კვირას - ასე რომ ყველას ექნება არჩევის საშუალება: ქალების მამაკაცების და ბავშვების ტანსაცმელი (ნებისმიერი ზომა მათ შორის დიდი ზომებიც).