adL
-
-
დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი, 16th km., Tbilisi Mall
-
- +995 32 250 55 56 (Tbilisi Mall)
-
10:00 მდე 22:00 ორშაბათი-კვირა
-
-
ჩვენ შესახებ
adL ( Adil-Isik) - ქალის ტანსაცმლის თურქული სავაჭრო მარკა. Codentry, Love my Body და Night Zoom - თან ერთად ის ეკუთვნის კომპანიას Adil-Isik. ბრენდის მთავარი პრინციპი არის მაღალი ხარისხის, მოდური ტანსაცმლის პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შემოთავაზება გონივრულ ფასებში. ასეთი პოლიტიკა აძლევთ მათ დიდი კლიენტურის მოთხოვნების დაკმაყოფილების საშუალებას.
მაღაზია adL, რომელიც განლაგებულია სავაჭრო ცენტრში თბილისი მოლი, არის იმ მაღაზიათაგან ერთერთი, რომელსაც ადამიანი ადვილად აუვლის გვერდს, რადგან პირველი შთაბეჭდილებით შესაძლოა გაიფიქროთ რომ ალბათ ეს არ არის ის ადგილი სავაჭრო ცენტრში, სადაც სთავაზობენ ყველაზე მოდურ და სტილურ ტანსაცმელს. ასე თუ მოიქცევით წაგებული დარჩებით. ჩვენ გირჩევთ გულდასმით დაათვალიეროთ ის პროდუქცია რომელსაც მაღაზია გთავაზობთ, და უდავოდ ნახავთ იმას რაც თქვენ გჭირდებათ და ეს იქნება ის ტანსაცმელი რომელიც თამამად პასუხობს დიდი მოდის ბოლო ტენდენციების მოთხოვნებს.
ტანსაცმელი adL - ძალიან ქალურია, ბევრი დეტალი მრავალფენოვანია და მშვენიერად ეხამება წელზე არსებულ ვიწრო ქამრებს. ეს განსაკუთრებით აქტუალური არის იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც უყვართ მოკრძალებული ტანსაცმელი, მაგრამ უკიდურესობების გარეშე. adL - ს ბევრ კოლექციაში არის ბევრი ორიგინალური დეტალები, მათთვის ვისაც უყვარს მკაფიო ფერის ტანსაცმელი, როგორიც არის ფერადი ტუნიკები, საინტერესო გამოჭრილობის კაბები ფართო ყვავილების ნაყშით და მაქმნებით...