ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, აქსესუარები ბერშკა თბილისი მოლში

ბერშკა თბილისი მოლში

ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, აქსესუარები
    • დიდი დიღომი, აღმაშენებლის, 16 Km., Shopping centre "Tbilisi Mall"
      • +995 32 2 20 43 29
    • 10:00 მდე 22:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

Bershka იყო დაარსებული 1998 წელს Spanish Inditex ჯგუფისთვის, რომელმაც შესთავაზა კომერციული ფორმატი ორიენტირებული ახალგაზრდა თაობის მოთხოვნაზე, რომლებსაც მოდის სამყაროს ტენდენციები ურჩევნიათ. დღესდღეობით ბრენდს აქვს დიდი პოპულარობა მთელს მსოფლიოში, რასაც მაღაზიების რაოდენობაც ამტკიცებს, 64 ზე მეტ ქვეყანაში, დიდი გაყიდვების მოცულობით. 
Bershka იყენებს მოქნილ ბიზნეს მოდელს, სწრაფად ახდენს ადაპტაციას ცვლილებებისადმი. ეს კომპანიებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, ახალ ტენდენციებზე სწრაფი რეაგირების მოხდენა (და შესაბამისად მაღაზიებში ახალი პროდუქციის გამოჩენა).
მომხმარებლების მჯობინებითა და მოდური ტენდენციებით შთაგონილი მოდელები, შექმნილია მხოლოდ Bershka - ს დიზაინერების მიერ. კომპანია ეფექტურად არის დაკავშირებული თავის მაღაზიებთან. Bershka - ს კლიენტები არიან ახალგაზრდა აქტიური ადამიანები, აღვსებული სათავგადასავლო სულით, რომლებსაც არ ეშინიათ თამამი აქცენტებისა და თვალს ადევნებენ ყოველივე ახალს როგორც მოდაში ასევე დიზაინის სამყაროში. Bershka - ს ტანსაცმელი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს ახალგაზრდების ინტერესებთან მათ ცხოვრებაში. მათ უყვართ მუსიკა, ხელიდან არ უშვებენ მობილურ ტელეფონებს და რეგულარულად იმყოფებიან სოციალურ ქსელებში.
Bershka -ს მაღაზიებს ახასიათებს (სტრატეგიული) მოხერხაბული ადგილმდებარეობა, პერსონალიზირებული არქიტექტურა და ფართო ავანგარდული ინტერიერი. როგორც წესი ისისნი განლაგებულნი არიან ქალაქის საუკეთესო სავაჭრო რაიონებში. ამ აზრით თბილისიც არ არის გამონაკლისი. (Bershka მდებარეობს თბილისი მოლის სავაჭრო ცენტრში, რომელიც არის ყველაზე დიდი ამიერ კავკასიაში).
Bershka -ს სავაჭრო სივრცე გაყოფილია სამ მკაფიოდ დიფერენცირებულ ხაზზე, რომელიც მიძღვნილია საწარმოო მიმართულებისადმი:Bershka, BSK & Hombre, ყოველივე რომელთაგანსაც გააჩნია ფართო სპექტრი, საყოველდღეო ტანსაცმელი, სპორტული ტანსაცმელი და ტანსაცმლის ყველაზე ძირითადი ტრენდები. 
სექციები გამოიყოფა ვიზუალურად უნიკალური მერჩენდაიზინგით, მოწყობილობით, გულმოდგინედ არჩეული თანამედროვე ავეჯით, დეკორაციებით, დიზაინერული სტილით და არტ განათებით, რაც ქმნის მიმზიდველ ზონას მაღაზიებში, რომელნიც ორიენტირებულნი არიან მომხმარებელთა კონკრეტულ პროფილზე.
ყველაფერი არის შემუშავებული ისე რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი კლიენტი, მოდის ბოლო ტენდენციებთან თავისუფლად გაცნობისთვის. მაღაზიის ინტერიერის ყველა გამოყენებითი დეტალი ახლდება ყოველ სეზონზე ახალი კოლექციების შესაბამისად. 
Bershka ფოკუსირებულია მოდის სამყაროს მხოლოდ ბოლო სიახლეებზე. აქტუალური სტილის ტანსაცმელთან დამატებით, ბრენდი აქცენტს ამახვილებს ჯინსის ტანსაცმელზე, საღამოს გამოსასვლელ და სპორტულ ტანსაცმელზე. მათ ყოველთვის მამაკაცის არაჩვეულებრივი კოლექციები აქვთ. საყოველდღეო ტანსაცმლის კოლექციები მკაფიოდ ასახავს იმას რაც მოდისა და სპორტის სამყაროში ხდება. 
Bershka ასევე წარმოადგენს ტანსაცმელს რომელიც იყო შექმნილი სხვა სავაჭრო მარკებთან თანამშრომლობის მეშვეობით, რომლებიც თემატური მიმართულების არის. ასეთებს მიეკუთვნება მაგალითად კოლექცია - "ვარსკვლავების ომი".
ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება ქალის კოლექციების განყოფილება, ის ორ ხაზად არის გაყოფილი Bershka და BSK. პირველი არის მიძღვნილი მოდის სიახლეებისადმი, და შეიცავს ბოლო დიზაინერულ ტენდენციების ფართო ასორტიმენტს. BSK არის მოზარდი გოგონების მოდა. დიზაინერები მზად არიან შეასრულონ ყოველივე ის რასაც კი მოზარდი გოგონები წარმოიდგენენ ან მოისურვებენ. როკ ვარსკვლავების სახეები, მულტიპლიკაციური ფილმების პერსონაჟები, პრინტები ნაირ ნაირი ფრაზებით, რაც მოზარდთა შორის პოპულარობით სარგებლობს, ეს ყოველივე ხშირად იყენება კოლექცებში. 
ტანსაცმელთან დამატებით Bershka გვთავაზობს ფეხსაცმლისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტს.