საოქრომჭედლო სალონი საოქრომჭედლო სალონი

საოქრომჭედლო სალონი

საოქრომჭედლო სალონი
    • საბურთალო, ყაზბეგის, 10
      • +995 32 237 13 63,
      • (595) 29 28 27
    • 11:00 მდე 19:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

 იუველირული სალონი

ძვირფას სამკაულებისადმი ყოველთვის იყო განსაკუთრებული დამოკიდებულება, მაგრამ იუველირების მცირე ნაწილი საიუველირო ხელოვნების განვითარების განმავლობაში ფლობდა არა მხოლოდ ოსტატობას არამედ ხელოვნურ გენიას. 
სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, არისტოკრატები, ეკლესიის მსახურები მიმართავდნენ ცნობილ იუველირებს იმისათვის რომ ქონოდათ თავისთვის ორიგინალური ძვირფასეულობები, რომლებიც ხაზს გაუსვამდა მათ სტატუსსა და ღირსებას. ხანდახან ძვირფასი სამკაულების მეშვეობით წყდებოდა სახელმწიფოების ბედი. 
 
დრონი იცვლებოდა და იუველირული ნაკეთობების როლმაც განიცადა ცვლილებები. სასაქონლო-ფულადი ეპოქის ურთიერთობების დროს ზოგიერთი ადამიანი განიხილავდა ძვირფასეულობებს როგორც კაპიტალის ინვესტიციის საშუალებას. 
 
მაგრამ წარმოების განვითარების ჟამიდან, როდესაც ტექნოლოგიების წყალობით იყო მიღებული ახალი მასალა, რომელიც ყველაზე ძვირფასიან ლითონზე ძვირფასი იყო, მოხდა ფასეულობების გადანაწილება. იუველირულმა ნაკეთობებმა მიუხედავად თავისი ძვირი ფასისა, დაკარგეს თავისი უნიკალურობა. იუველირული წარმოებები დაფოკუსირდნენ საშუალო შეძლების მომხმარებელზე. ისინი ძვირფას სამკაულებს სერიებით უშვებდნენ. ამ სფეროში ძირითადი მიზანი უკვე იყო ხარისხი და რაოდენობა. 
 
მაგრამ ამასთან მსოფლიოში არც ისე ბევრი საიუველირო სახლია რომლებსაც საერთაშორისოდ ცნობილი სახელი გააჩნიათ. რომლების მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა იუველირულ სამყაროში ისევ რჩებიან მსხვილ მოთამაშეებად. 
მაგალითად ჰარრი უინსთონი (Harry Winston Diamond Corporation) - ფუფუნების აღიარებული მეფე, სილამაზის მხრივ იშვიათი ბრილიანტებიანი სამკაულების წყალობით. 
ბუჩელატი - იტალიური იუველირული ბრენდი, რომელმაც სახელი გაითქვა ოქროს და პლატინის ტექსტურული ნაკეთობებით, რომლებიც მორთულია ლალით, ფირუზით და საფირონით. 

ვან კლიფ არპელსი - საფრანგეთის იუველირული სახლი რომელიც ბატონობს დროზე და არის კონკურენციის გარეთ. ის ცნობილია სამკაულების და საათების განსაკუთრებული სირთულის და სილამაზის დიზაინით. 
უბადლო ალმასების წარმოუდგენლად სტილური და დიდებული დიზაინი, რომლებიც დაწახნაგების შემდეგ გადაქცეულნი არიან შედევრად - ასე შეიძლება ითქვას ინგლისის იუველირულ კომპანიაზე ლოურენს გრაფ (Graff). 
ტიფანი - ყველა დროის წარმატების სიმბოლო. ეს საიუველირო სახლია რომელიც არ საჭიროებს წარმოდგენას, და არც თუ ისე დიდი ხნის წინ მან გააფართოვა თავისი საქმიანობა. კომპანიამ გახსნა ახალი მაღაზიები იაპონიაში დიდ ბრიტანეთში და ჰონკონგში. 
შოპარდი - ჰოლივუდის ვარსკვლავების საყვარელი ბრენდი. დიდებული საათების, იუველირული ნაკეთობების და აქსესუარების შვეიცარული კომპანია. 
ძვირფასი თვლებით მორთული საათების კიდევ ერთი უნიკალური კოლექცია - პიაჟე. 
რა თქმა უნდა ეს არ არის ცნობილი საიუველირო სახლების სრული ჩამონათვალი. მაგრამ ღირს მთავარი მომენტის აღნიშვნა, საქმე იმაშია რომ როგორც ვიცით მოდა ცვალებადი "ქალბატონია", და ის რაც ახლა მოძველებული ითვლება, მომავალში შესაძლოა ისევ აქტუალური და პოპულარული გახდეს. ასე დღეს ძალზე პოპულარული გახდა სამოცდაათიანების საიუველირო ნაკეთობები, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ იგნორირებული იყო. მაგრამ ცნობილია ისიც რომ ყველაფერში, და იუველირული ნაკეთობები არ წარმოადგენს გამონაკლისს, სიიშვიათე და ორიგინალურობა, რომელსაც გარანტირებენ ცნობილი საიუველირო კომპანიები - არის საფასურის კატეგორიის ძირითადი მაჩვენებელი.