ჩარდახი
-
-
სოლოლაკი, თუმანიანის, 21
-
- 995 32 755399,
- +995 93 938179
-
09:00 მდე 20:00 ორშაბათი-კვირა
-
-
ჩვენ შესახებ
საქართველოს რამოდენიმე სიმბოლო ცნობადია ყველგან: ხანჯლები, ყანწები, როგორც წესი ხარის რქისგან (არის ასევე კამეჩის და ველური ვაცის რქის ყანწი), ლამაზად მორთული ლითონით ან ვერცხლით. ის თამაშობს ძალზე მნიშვნელოვან როლს ქართული ღვინის სმის ქულტურაში (სასმისი-ყანწი აუცილებელი ატრიბუტია ქორწილებში, დაბადების დღეების აღნიშვნისას და ნათლობებისას). დიდი ხშირბეწვიანი ფაფახები ცხვარის ბეწვისგან დამზადებული, რომლებსაც საქართველოს მთიან რაიონებში ატარებენ (ფშავი, ხევი, მთიულეთი, თუშეთი). სვანური და კახური ქეჩის ქუდები. როგორც წესი მათ კახურებს უწოდებენ მაგრამ მათი წარმოშვება თუშეთიდანაა. თუშეთი არის პატარა და ძნელად მისადგომი მხარე რომელიც მაღლა მთებში მდებარეობს, ჩეჩნეთის საზღვართან და დაღესტანის საზღვართან ჩრდილოეთის მხრიდან, და კახეთის საზღვრებთან აღმოსავლეთის მხრიდან. მათი მოდელი რჩება უცვლელი ასობით წლები, ქუდებს აწარმოებენ ადგილობრივი ტრადიციების შესაბამისობაში, თუშეთის კვალიფიციური ოსტატები.
ქუდი ყოველთვის იყო ტრადიციული ქართული სამოსელის მნიშვნელოვანი ელემენტი. საყოველდღეო გამოყენების გარდა მათ მეომრები იხურავდნენ ლითონის მუზარადის ქვეშ რათა დაერბილებინათ ხმლის დარტყმა.