ფლორმარ

    • დიდი დიღომი, თბილისი მოლი, Ground Level
    • 10:00 მდე 22:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

 ფლორმარი დაარსდა 1970 წელს, იტალიის ქალაქ მილანში. 1972 წლიდან კი წარმოება თურქეთში გადაიტანეს. თავდაპირველად ბრენდი მხოლოდ ფრჩხილის საცხს აწარმოებდა, რომელიბ ძალიან მალე გახდა პოპულარული და შეუცვლელი პროდუქტი თურქეთის ფრჩხილის საცხების ბაზარზე. ძალიან მალე ბრენდმა წარმოება გააფართოვა და მომხმარებელს შესთავაზა პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანი დაწყებული თვალის ფანქრებიდან დამთავრებული ტუჩსაცხებით, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით. ამჟამად ფლორმარი აწარმოებს 100-ობით სხვადასხვა დასახელების პროდუქციას, რომელიც მთლიანად მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და სურვილებზე. ბაზრის კვლევის მიხედვით, ფლორმარი არის საკმაოდ ცნობილი ბრენდი, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან.