ბეიბი მოლი
-
-
საბურთალო, ყაზბეგის, 44
-
- 599 395152
-
დაახლოებით საათი ორშაბათი-კვირა
-
-
ჩვენ შესახებ
ინტერნეტ მაღაზია "ბეიბი მოლი" დაარსდა 2014 წლის გაზაფხულზე. ტანსაცმლის ბიზნესის სფეროში არსებულმა სიტუაციამ (ძვირი ფასები ან მდარე ხარისხის პროდუქცია) გადაგვაწყვეტინა ერთხელ და საბოლოოდ გადაგვეჭრა ამ სექტორში ქვეყანაში არსებული პრობლემები.
ჩვენი ანალიზით დავადგინეთ, რომ ფასების სიძვირე ძირითადად გამოწვეულია შემომტანი და რეალიზატორი კომპანიების საოპერაციო ხარჯებით, როგორიცაა სახელფასო ფონდი, მაღაზიის არენდის და მისი ექსპლუატაციის ხარჯები და სხვა.
სიტუაციის ანალიზის შემდეგ გადავწვიტეთ გაგვეხსნა ინტერნეტ მაღაზია, რადგან ინტერნეტ მაღაზიის საექსპლუატაციო ხარჯები გაცილებით მცირეა, ეს გვაძლევს საშუალებას მივიღოთ პროდუქტის დაბალი თვითღირებულება და შესაბამისად საბოლოო მომხმარებელს უფრო დაბალ ფასში მივაწოდოთ იგივე ან უფრო ხარისხიანი პროდუქცია.
მსოფლიო ბაზარზე არსებული ბრენდების გარჩევისა და მათთან კომუნიკაციის შემდეგ გადავწყივტეთ მჭიდრო კონტაქტის დამყარება ამერიკულ კომპანია BabyVision Inc.-თან. BabyVision Inc.-ის მისწრაფებები და მიზნები, სრულიად დაემთხვა ჩვენსას - მომხმარებლებს მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. პარტნიორის არჩევის შემდეგ დავიწყეთ საგამოცდო პროდუქციის შეკვეთა და გამძლეობის საგულდაგულო გამოცდა. გამოცდის შედეგებით კმაყოფილებს, პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ ხარისხიანი პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად!
პატარები იმსახურებენ საუკეთესოს და ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ საუკეთესო გახდეს ბევრისთვის ხელმისაწვდომი!
ჩვენი მაღაზია გახსნილია პარტნორული ურთიერთობისთვის, როგორც სხვადასხვა კომპანიებთან ასევე კერძო მაღაზიის მეპატრონეებთან. თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქციით (ან თქვენ შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ თქვენი მომსახურება) და გსურთ ჩვენი პროდუქცის გაყიდვა თქვენ მაღაზიებში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ სადილერო შეთანხმებისა და პირობების გასაგებად.
ჩვენი კომპანია აგრძელებს მუშაობას როგორც პარტნიორების მოძიების მიმართულებით, ასევე კომპანიის სერვისების ოპტიმიზაციაზე, რაც მოგვცემს საშუალებას კიდევ უფრო ნაკლები ხარჯებით მოგაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია და სერვისი.