ტანსაცმლის მაღაზია LC Waikiki (ელსი ვაიკიკი)

LC Waikiki (ელსი ვაიკიკი)

ტანსაცმლის მაღაზია
    • დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი, 16 Km. Shopping centre "Tbilisi Mall", Fl. 2
    • 10:00 მდე 22:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

დაფუძნებული იყო როგორც ფრანგული სავაჭრო მარკა 1985 წელს კომპანია DDKA მიერ (დამფუძნებლების ინიციალები - Jean Jacques Demri, Jean Marc Djian, Serge Kraif და Georges Amouyal ).

უფრო სწორად რომ ვთქვათ, ტანსაცმლისა და პრეტ-ა-პორტე აქსესუარების ახალი ბრენდის შექმნის იდეა, რომელიც მოზარდებზე იყო ორიენტირებული, მოუვიდა დიზაინერსა და მოდელიერს ჟორჟ ამუალს.

თავის მეგობართან და პარტნიორთან ერთად მან მტკიცედ გადაწყვიტა დაეპყრო საფრანგეთის მზა ტანსაცმლის ბაზარი. ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღეს გაჩნდა დასახელების მოფიქრების საჭიროება, და ის მოიფიქრეს სრულიად შემთხვევით.

როდესაც მეგობრები-პარტნოირები საჰაერო მოგზაურობის დროს ჟურნალს ათვალიერებდნენ, მათი მზერა შეჩერდა ცნობილი პლიაჟი ვაიკიკის ანონსზე, რომელიც მათ ჟურნალის ყდაზე დაინახეს. მაშინ ორივემ ერთდროულად გაიფიქრეს რომ ეს დასახელება იდეალურად უხდება და შეესაბამება იმ პროდუქციას, რომლის წარმოებასაც ისინი აპირებდნენ მომავალში. დასახელებას Waikiki დაემატა აბრევიატურა LC რაც ნიშნავს «Les Copains» (მეგობრები) სავაჭრო მარკის დამფუძნებლების მინიშვნებით.

ბრენდმა ძალიან სწრაფად მოიპოვა კარგი რეპუტაცია და პოპულარობა მომხმარებლებს შორის და მიაღწია გაყიდვის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებს საფრანგეთში. 1988 წლიდან LC Waikiki იწყებს მუშაობას თურქეთის სამკერვალო კომპანიასთან Taha Textile, რათა დააკმაყოფილოს მომხმარებელის დიდი მოთხოვნილება, რომელიც უფრო და უფრო იზრდებოდა.

ეს თანამშრომლობა აღმოჩნდა ძალიან სასიამოვნო და შედეგიანი ორივე მხარესთვის. სწორედ ამ წლებში დაიწყო თურქეთმა თავისი განვითარების გზა მზა ტანსაცმლის სექტორსა და ტექსტილის მრეწველობაში. რამოდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ შეძლო თავისი სახელის შექმნა, და გახდა მსოფლიო ლიდერი ტექსტილის სამრეწველოში, ნედლეულის დიდი წყაროებისა და სამრეწველოს მაღალი სიმძლავრის წყალობით.

LC Waikiki ფირმასთან თანამშრომლობამ ხელი შეუწყო Taha Textile -ის ისედაც მყარ პოზიციის გამაგრებას. მიღწეულ წარმატებებთან დაკავშირებით დაიწყო გაფართოვება ინვესტიციების გაზრდის მეშვეობითა და თანსაცმლის ცნობილ ბრენდებთან კონტრაქტების დადების მეშვეობით.

Taha Textile ღებულობს გადაწყვეთილებას დააარსოს საკუთარი ბრენდი, ამ დროისათვის ის უკვე გარდაიქმნა Taha Group -ად, და ამასთან დაკავშირებით 1997 წელს მათ გადაწვიტეს ეყიდათ ფრანგებისგან კომპანია LC Waikiki.

2000 წელს LC Waikiki არის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ბრენდი რომელსაც გააჩნია ათობით საკუთარი მაღაზია. 2009 წელს LC Waikiki ხსნის პირველ საერთაშორისო მაღაზიას რუმინეთში.

თუმცა პირველი შეხედვით შესაძლოა მოგეჩვენოთ რომ LC Waikiki -ს ყველა ადრინდელი კოლექცია იყო შემუშავებული საფრანგეთში, სინამდვილეში ეს ასე არ გახლავთ. პირველი თურქული კოლექცია იყო შექმნილი დიზაინერთა ჯგუფის Taha Textile-ის მიერ უკვე 1993 წელს.

დასაწყისში გეგმაში იყო საბითუმო კომპანიის შექმნა, მაგრამ პროდუქციამ ძალიან მოკლე დროში ძლიერ მაღალი შეფასება მიიღო მომხმარებლებისა და მეწარმეებს შორის, თავისი ფერადოვანი ფერებისა და ტანსაცმლის მიმზიდველი კოლექციების გამო, რომელიც განკუთვნილი იყო ბავშვებსა და მოზარდეებისთვის. და ასევე ქომპანიის ეფექთური სამარკეტო მეთოდების ხარჯზე.

LC Waikiki კომპანიის ფილოსოფია დაფუძნებულია დევიზზე "ყველას აქვს უფლება ჩაიცვას ქარგად", და იმის გაგებაზე რომ პროდუქცია უნდა იყოს კარგი ხარისხის და ქონდეს მისაწვდომი ფასი.