მუზეუმი თბილისის საავტომობილო მუზეუმი

თბილისის საავტომობილო მუზეუმი

მუზეუმი
    • ვარკეთილი, კაიროს, 79 (AutoMuseum Street #7)
      • 995 2 30 59 57,
      • 995 597 05 75 70
    • 10:00 მდე 20:00   ორშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

ავტომობილების მუზეუმი დაარსებულია ბიზნესმენისა და კოლექციონერის - გიორგი მამულაშვილის მიერ. მასში წარმოდგენილია უნიკალური დიდებულად რესტავრირებული, საბჭოთა ეპოქის, კლასიკური ავტომობილების კოლექცია. მათ შორის არის - "ზილ-115", "გაზ-014", "გაზ-22", "გაზ-12", "ჟიგული-01", "ჟიგული-03", "ვაზ-965". არანაკლებ ოცდა ხუთი იშვიათი ეკზემფლარისა შეადგენს კოლექციის ნაწილს "ზილ-115"(ზილ-4104) ჩათვლით. ბიზნეს კლასის მსუბუქი ავტომანქანა ლიმუზინის ძარით, რომელიც გამოიშვებოდა ლიხაჩევის სახელობის ქარხანაში, 1978-1983 წლეებში, (სხვადასხვა მოდიფიკაციის სულ 106 ავტომანქანა).

საქმე იმაში მდგომარეობს რომ ავტომანქნები ნადგურდებოდა იმის შემგომ რაც თავის განკუთვნილ ვადას გამოიმუშავებდნენ, ასევე მათ ანადგურებდნენ ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლის დროსაც. იმის გამო რომ ავტომანქანა ზილ-115 ში ატარებდნენ პოლიტბიუროს წევრებს მათ ხუმრობით "წევრების მატარებელს" უწოდებდნენ.

 

გიორგი მამულაშვილი ამ კოლექციას თხუთმეტი წლის განმავლობაში აგროვებდა, და საბოლოოდ გადაწყვიტა მათი დემონსტრირება საზოგადოებისადმი. თუმცაღა ეს კოლექცია კვლავადაც იზრდება. ახლო მომავალში გეგმაშია მუზეუმის ტერიტორიაზე კაფეს გახსნა და ასევე რეტრო-ტროლეიბუსის წარმოდგენა. ამასთან დამატებით იქნება ორგანიზებული რეტრო-მანქნების სარემონტო სერვისი.