გალერეა დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა

გალერეა
    • მთაწმინდა, რუსთაველის, 11
      • +995 32 299 80 22,
      • +995 32 298 21 33
    • 10:00 მდე 18:00   სამშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

დ. შევარდნაძის სახელობის ნაციონალური გალერეა განთავსებულია 1888 წელს აშენებულ ლამაზ შენობაში, არქირექტორ ა. ზაიცმანის პროექტის მიხედვით და მდებარეობს საქართველოს ისტორიის მუზეუმიდან რამოდენიმე წუთის სასიარულო გზაზე. არქიტექტურული სტილით შენობა წააგავს Pio Piacentini-ს რომში. თავდაპირველად გალერეა ატარებდა სამხედრო -ისტორიულ ხასიათს, სახელწოდებით „დიდების ტაძარი" და ჰქონდა მოწოდება 1817-1864 წლების კავკასიის ომში რუსული იარაღის წარმატების პოპულარიზაცია. მის ადგილას სამხატვრო გალერეა გაიხსნა 1917წელს. 2004 წელს 9 კულტურის დაწესებულებასთან ერთად შედის საქართველოს ერთიანი ნაციონალური მუზეუმების შემადგენლობაში. რეკონსტრუქციის შემდეგ, 2012 წელს მანამდე ცნობილი „ცისფერი გალერეა", ატარებს ხელოვან და სამოქალაქო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის სახელს.

მუზეუმის ფონდი ინახავს 30 ათას ექსპონატს თანამედროვე ქართული კულტურისა, მათ შორის ფერწერის, გრაფიკის, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და ფოტოგრაფიის ნამუშევრებს. ძირითად კრებულს წარმოადგენს XX საუკუნის კლასიკური ქართული ფერწერისა და ქანდაკების ნამუშევრები. მათ შორისაა ნ. ფიროსმანის, ე.ახვლედიანის, დ. კაკაბაძის, ლ. გუდიაშვილის, ს. ქობულაძის, ზ. ნიჟარაძის, ნ. ჩურგულიას, გ. წერეთელის, ნიკოლაძის, ნ. კანდელაკის და სხვათა ნამუშევრები. მუდმივი ექსპოზიცია ყველა ნამუშევრისა, რომელთა დათვალიერებაც მოითხოვს საათზე ნაკლებს, თავსდება ორ დარბაზში. დანარჩენი 6 დარბაზი გამოიყენება დროებითი გამოფენების ორგანიზებაში. შენობაში ასევე განთავსებულია სუვენირების მაღაზია და მყუდრო კაფე.