ღია წის ქვეშ მუზეუმი გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმი

გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმი

ღია წის ქვეშ მუზეუმი
    • ვაკე, კუსტბის გზა, 1
      • +995 32 272 90 45,
      • +995 32 298 21 33
    • 10:00 მდე 18:00   სამშაბათი-კვირა

ჩვენ შესახებ

გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მიზეუმი განთავსებულია თბილისის ძალიან თვალწარმტაც რაიონში ვაკეში, კუს ტბის სანაპიროზე, მაცხოვრებლებისთვის დიდი ხნის წინ გამხდარ საყვარელ დასვენების ადგილად. მუზეუმი გაიხსნა 1966 წელს, სწავლულ-ენთუზიასტების ჯგუფის დაუღალავი შრომის წყალობით, ისტორიკოს და ეთნოგრაფ გიორგი ჩიტაიას თაოსნობით.

52 ჰექტარის ტერიტორიაზე წარმოდგენილია ქვეყნის სრული ეთნოგრაფიული მინი ვერსია. მუზეუმში, ღია ცის ქვეშ შეგროვდა დაახლოებით 70 შინამეურნეობა ქვეყნის ყველა რეგიონისა, სვანეთიდან ქართლამდე, დაკავშირებული XVII-XX საუკუნეებთან. სახლებში და მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილია ქართველების ყოფა- ცხოვრების ობიექტები: ინსტრუმენტები, ავეჯი და სხვები. დეტალურად აღდგენილი მოწყობილობა იძლევა წარსულის შეცნობის საშუალებას, საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობას. აქ შეგიძლიათ იხილოთ აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი სახლები - დარბაზები, კოშკები - მთიან რაიონში საცხოვრებელი ან დასავლეთ საქართველოს ხის საცხოვრებლები სხვადასხვა მასალის სახურავებით: ჩალის, ფილების ან ხის ფიცრების. ფართოდ წარმოდგენილია ასევე საყოფაცხოვრებო მიშენებები: ღვინის სარდაფი - მარანი, ფარდულები, წყლის წისქვილები, საღორეები, სამჭედლოები. საინტერესოა სახლები სამეგრელოდან, ღია დაგეგმარებით, საძილე კათედრით, ბუხრის ორიგინალური დეკორატიული გაფორმებით. ხის სახლი ქვის ფუნდამენტით იმერეთიდან ასევე შესაძლებელია დავათვალიეროთ ღია დაგეგმარების წყალობით. გორაკზე ასვლით შეგიძლიათ გაეცნოთ შთამბეჭდავ ქვის სახლებს აჭარიდან და თავდაცვით კოშკ-სახლებს სვანეთიდან. გორაკის ძირში განთავსებულია ტაძარი სიონი მცირე ნეკროპოლით იქვე ახლოს. ცოტა მოშორებით დგას ქვის შენობა კახეთიდან, ნაწილობრივ მიწაში დაფარული.

ეს ნამდვილად ცოცხალი მუზეუმია. მის ტერიტორიაზე შესაძლებელია გავეცნოთ არა მხოლოდ ხელოსანთა ნაკეთობებს, არამედ დაათვალიეროთ თანამედროვე ხელოსნების: მჭედელთა, ხის მჭრელთა და სხვათა ნამუშევრები. მუზეუმის ტერიტორია იქცევა სასცენო მოედნად ეროვნული დღესასწაულების დღეებში და ფოლკლორული ფესტივალის არტ-გენის ჩატარებისას, (რომელიც ტარდება რეგულარულად 2004 წლიდან), ღვინის ფესტივალის ჩარტარებისას და სხვა. მუზეუმის შენობა არაერთხელ გამოუყენებიათ დეკორაციისთვის მხატვრული ფილმების გადაღებისას, მაგალითად, „ათას ერთი რეცეპტი შეყვარებული კულინარისა" პ. რიშარას მონაწილეობით.