მხატვრული ტექსტილის სახელოსნო ლურჯი სახლი 2

ლურჯი სახლი 2

მხატვრული ტექსტილის სახელოსნო
    • ძველი თბილისი, ერეკლე II, 10
      • (99532) 2359941,
      • (99532) 2232116

ჩვენ შესახებ

 La Maison Bleue მხატვრული ტექსტილის სახელოსნოა, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი წევრები არიან სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მხატვრები:ქეთი ქავთარაძე, ნინო ყვავილაშვილი, ირმა ხოფერია , ნინო ხოფერია და ეკა ხუნწარია. სახელოსნოში, გარდა სამუშაო სივრცისა, საგამოფენო ოთახიც არის , სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნატურალური აბრეშუმისგან შექმნილი ნამუშევრები:კედლის პანოები,თავსაფრები , საკაბე ქსოვილები , დეკორატიული სანათები და ბალიშის პირები, შირმები და სხვა ინტერიერის გასაფორმებელი აქსესუარები.თითოეული ნამუშევარი არის ხელით შესრულებული და, შესაბამისად , განუმეორებელი.

 

შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთების შესრულება.
სახელოსნოს წევრები მუდმივად ღებულობენ მონაწილეობას სხვა და სხვა გამოფენებში, როგორც საქართველოში , ასევე ქვეყნის გარეთაც.
La Maison Bleue –ს აქვს აგრეთვე მხატვრული ტექსტილის მაღაზია თბილისის ისტორიულ უბანში.