მუზეუმი აბრეშუმის მუზეუმი

აბრეშუმის მუზეუმი

მუზეუმი
    • დიდუბე, Georgi Tsabadze, 6
      • +995 032 2 34 78 50
    • 11:00 მდე 16:00   ორშაბათი-შაბათი

ჩვენ შესახებ

ეს მუზეუმი - ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. კოლექციის ბირთვი ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ 1887 წელს კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ხელმძღვანელის ნ. შავროვას ძალისხმევით. 1892 წელს მისი ინიციატივით მუზეუმმა დაიწყო თავისი საქმიანობა და თავდაპირველად იყო სადგურის სტრუქტურული ქვეგანყოფილება. დღეისათვის მუზეუმი განთავსდა მეაბრეშუმეობის სადგურის ერთ-ერთ შენობაში, აშენებული არქიტექტორ ა. შიმკევიჩის პროექტის მიხედვით. მუზეუმის ექსპოზიციაში შესაძლებელია თვალი ვადევნოთ ჩამოყალიბების ყველა ასპექტს და მეაბრეშუმეობის განვითარებას რესპუბლიკაში. კრებულის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება აბრეშუმხვევიას ბიოლოგიას და თუთის ხეს. დეტალურადაა წარმოდგენილი მწერის სიცოცხლის ციკლი,მისი განვითარების სხვადასხვა სტადიები, მისი სახეობები. მხოლოდ აბრეშუმის პარკის კოლექცია, მრავალფეროვანი ფორმის, ზომისა და ფერის მიხედვით (თეთრი და ყვითელიდან ღია-მწვანემდე) მათ შორის, დიდი ხნის წინ გამქრალი სახეობები ითვლის დაახლოებით 5000 ეგზემპლარს (საერთო ფონდიდან 7000) და ითვლება ერთ-ერთ უმსხვილესად მსოფლიოში. დარბაზებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი სახეობები აბრეშუმის ძაფის, ფაბრიკისა და საოჯახო წარმოების ქსოვილების ნიმუშები. დაწვრილებითაა ნაჩვენები აბრეშუმის ჭიის გამრავლების ტექნოლოგია, აბრეშუმის პარკის შეგროვება და დამუშავება, ქსოვილების წარმოება. საქსოვი დაზგების მოდელები, ცალკეული ნამდვილი ეგზემპლარები საქსოვი დანადგარებისა, თითისტარის დიდი კოლექცია, აბრეშუმხვევიას სახლები, პატარა კოლოფები მწერების კვერცხების გადაზიდვისთვის და მეაბრეშიმეს ინსტრუმენტები გვიმსუბუქებს სრული ინფორმაციის აღქმას.


ექსპოზიციის ნაწილი ეხება მეაბრეშუმეს სხვა პროდუქტების პრაქტიკულ გამოყენებას: მწერების მუხლუხოებისა და კვერცხების. მკვდარი მუხლუხოებისაგან ამზადებენ საკვებს თევზებისთვის, მათ შორის აკვარიუმის, ხოლო თუთის აბრეშუმხვევიას კვერცხებს იყენებენ ფარმაცევტულ მრეწველობაში წამლების დასამზადებლად. ექსპოზიციაში ნაჩვენებია აგრეთვე საქონელი, თუთის ხის გაზრდისას მიღებული: მურაბის, არყის, ძმრის და სხვათა ნიმუშები. მუზეუმში შესაფერის სეზონზე შეიძლება თვალი ადევნოთ ცოცხალი მწერების: პეპლებისა და მუხლუხოების ქცევას.
ექსპოზიციის ცალკე განყოფილება ეძღვნება აბრეშუმისა და აბრეშუმეობის განვითარების ისტორიას მსოფლიოში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა აბრეშუმის გზის ისტორიას, შუა საუკუნეების დიდ სავაჭრო გზას, ნაწილობრივ გამავალს საქართველოს ტერიტორიაზე. მუზეუმი შეიცავს რეგიონში ერთ-ერთ უმსხვილეს კოლექციას პეპლებისა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.


მნიშვნელოვანი ყურადღება ექსპოზიციაში ეთმობა აბრეშუმის ქსოვილებისა და ძაფების გამოყენებას დეკორატიულ-გამოყენებით ხალხურ ხელოვნებაში. დამთვალიერებლებს სთავაზობენ აბრეშუმით ნაქარგ ნიმუშების კოლექციას, აბრეშუმის მაქმანებს, ტანსაცმლისა და აბრეშუმის ხალიჩების ნიმუშებს. სულ მუზეუმის კრებულში წარმოდგენილია აბრეშუმის წარმოების ნიმუშები მსოფლიოს 61 ქვეყნიდან.
მუზეუმი ატარებს აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას ბავშვებთან, მოზარდებთან და უფროსებთან, სთავაზობს მონაწილეობის მიღებას სხვადასხვა პროგრამებში, უნარ-ჩვევების შესწავლასა და პრაქტიკულ სამუშაოებს აბრეშუმის ტიპებთან.