144 ნაბიჯი

კაფეში

ჩვენ შესახებ

144 საფეხური
არტ-კაფე "144 საფეხურმა" მიიღო თავისი დასახელება იმის გამო რომ ბეთლემის ქუჩიდან ამ მშვენიერ დაწეებულებამდე არის სწრედ ასეთი რაოდენობის საფეხური. ეს ადგილი ითავსებს თავისში მყუდრო კაფეს და თანამედროვე ხელოვნების გალერეას. მძიმე სამუშაო დღისა ან ხანგრძლივი გასეირნების შემდგომ არტ-კაფეში "144 საფეხური" სასიამოვნო იქნება დროის გატარება მეგობრებთან და საღამო ქალაქის ხედით დატკბობა. 

მყუდრო საზაფხულო ტერასა უმასპინძლდება სტუმრებს ზაფხულის პერიოდში და ასევე შემოდგომის დასაწყისში. როდესაც ოდნავ აცივდება სტუმრებს აქვთ საშუალება თბილ პლედში გაეხვიონ და მოწიონ ნარგილე. სხვათაშორის დაწესებულებაში არის სპეციალური ნარგილეს ბარათი, რომელშიც წარმოდგენილია ნარგილეს თუთუნის ფართო არჩევანი და ყოველგვარი დანამატები რათა სტუმრების ფანტაზია გააღვიძონ. 

სამზარეულო არტ-კაფეში "144 საფეხური" ევროპულია, აქ შეგიძლიათ იგემოთ ორიგინალური სთეიქები, ან იტალიური სპაგეტი და პასტა. დაწესებულების შეფ-მზარეული აუცილებლად გაგაკვირვებთ თავისი ტალანტით და დახვეწილი გემოვნებით საოცარი კერძების მომზადებაში. ამ დაწესებულების ადმინისტრაცია ძალიან თავაზიანი და მეგობრულია, რაც ასევე გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზე.

არტ-კაფე "144 საფეხური" განთქმულია თავისი ცოცხალი მუსიკით, რომელიც აქ არის გაზაფხულიდან შუა შემოდგომამდე ყოველ პარასკევს. მუსიკოსების რეპერტუარი უბრალოდ აღგაფრთოვანებთ, მათ შეუძლიათ ნებისმიერი სიმღერის შესრულება, დაწყებული თანამედროვე ჟანრიდან დამთავრებული კლასიქური და ფოლკლორული მელოდიებით. 

არტ-კაფე "'144 საფეხური" ეს პირველ რიგში არის სასიამოვნო ატმოსფერო და სიმყუდროვე როგორც მუდმივი სტუმრებისთვის ასევე ახალმოსულებისთვისაც.