ა კიდო
-
-
დიღომი, სოფ. დიღომი, Mirian Mepe, 12
-
- +995 32 214 04 07
-
12:00 მდე 00:00 ორშაბათი-კვირა
-
-
სამზარეულო
-
ფუნქციები მენიუდან
-
relax.ge რეკომენდაციას
-
გადახდა საკრედიტო ბარათითარსებობს
-
Wi-Fiარსებობს
-
გასართობი
-
ჩვენ შესახებ
ა კიდო
ჯერ არ გაგისინჯიათ სუში ან იაპონიის სამზარეულოს სხვა კერძები? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იაპონურ რესტორანში ა კიდო. გარანტიას გაძლევთ რომ იმის შემდგომ რაც აქ მობრძანდებით გახდებით "დამოკიდებულნი" იაპონურ საჭმელზე.
მორწმუნეებისა და ურწმუნოების დარწმუნებას ვცდილობთ იმაში რომ ის - ანუ იაპონური სამზარეულო, არის მსოფლიოში ყველაზე კომფორტული სამზარეულოთაგან ერთერთი.
რესტორანში შესვლისას არ იქნებით აღშფოთებულნი რაღაც განსაკუთრებული აუტენტური სტილითა ან მუსიკალური გაფორმებით. ეს არ არის სუში ბარი ან რაიმე ფორმალური იაპონური რესტორანი. ინტერიერის დიზაინი სტილიზებულია იაპონურ ტრადიციებში, მაგრამ გარკვეულ წილად თანამედროვე იაპონიის სულში, თუმცა ტრადიციის ძირითადი ატრიბუტები შენარჩუნებული არის.
რას ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს? ძალდსუტანებელ ოჯახურ ატმოსფეროს, მყუდრო გარემოს, მეგობრულ პერსონალს რომელიც კარებთან ხვდება სტუმრებს და კარგ ნაირფეროვან საჭმელს. მობრძანდით! განიტვირთეთ! დატკბით კერძებით რომლებიც მომზადებულია საღი პროდუქტებისგან (ხორცი, ფრინველი, ზღვის პროდუქტები...), ძალზე გემრიელ ჩაისთან და ყავასთან.
ცოტაოდენი ადგილი მოიტოვეთ დესერტებისთვისაც. ჩვენი დესერტები საოცარი გემოსია, ჩვენ მათ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, და ვცდილობთ გავაკვირვოთ ყველაზე ახირებული გურმანებიც კი. ჩვენი თანამშრომლები ცდილობენ იყვნენ მაქსიმალურად სასარგრბლონი ყველაფერში, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როდესაც სტუმრები არც ისე კარგად არიან გარკვეულნი იაპონურ საჭმელში. მოხარულნი ვართ გიპასუხოთ ყველა კითხვაზე და მოგცეთ რეკომენდაციები.
ა კიდო მშვენიერი ადგილია იმისათვის რომ გემრიელად მიირთვათ საჭმელი. იდეალურად უხდება არც ისე დიდ კომპანიებისათვის და რომანტიული წყვილებისათვის.