ეისიდ ბარი №2

ბარი

ჩვენ შესახებ

სასიამოვნო ბარი და მაგარი ადგილი, გაფორმებული შემოქმედებით, სადაც გესიამოვნებათ მოსვლა, და სულ არ არის მნიშნელოვანი ყავის კოქტეილის ან რაიმე ალკოჰოლური სასმელის დასალევად ხართ მოსული, თუ უბრალოდ ურთიერთობისთვის. ფასები ოდნავ მაღალია ვიდრე სხვა დაწესებულებაში (მაგალითად კუნუდისში ან დაივ ბარში), მაგრამ კულტურული კონცეპციაც ოდნავ განსხვავებულია. 


არაპრეტენზიული და ძალზე ორიგინალური დიზაინი, შექმნილი ფერადოვანი დეკორაციებისგან, საინტერესო განათებით, და არაჩვეულებრივი სილამაზის მაგიდები და სკამები - დიზაინ სტუდიის ატმოსფეროა. საფონო მუსიკა არ არის ხმამაღალი, არ არის დამაყრუვებელი, ის უბრალოდ ძალდაუტანებლად ჟღერს და აძლევს ხალხს დალაპარაკების საშუალებას, ჩაის ფინჯანთან. მენიუში არის საქართველოს და ინტერნაციონალური სამზარეულოს კერძები, ამასთან დამატებით ფასტ ფუდის ფავორიტები - გამბურგერები, პიცა და ბუტერბროდები.